სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება“
16-01-2019
-
+


უმაღლესი განათლების კუთხით რეფორმის მთავარი ამოცანაა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იქნება.   

აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ასევე მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რათა საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი გახდეს. 

„თუ ვსაუბრობთ მაღალი ხარისხის განათლებაზე და ამ მიმართულებით რეგიონში ლიდერობაზე, მეცნიერების განვითარების გარეშე ამას ვერ მივაღწევთ“,-აღნიშნა მან.

მინისტრის თქმითვე, დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.

„დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, ეს უნდა დამთავრდეს! უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს, მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორ უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით და ეს გულისხმობს არა ზედაპირულ განცხადებებს, არამედ კონკრეტული შედეგების დადგომას უსწრაფეს რეჟიმში“,– განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება