სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ სამუშაოები განსახორციელებელია“
16-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაოები განსახორციელებელია.

მისი თქმით, ადგილები, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობს, მოსაწესრიგებელია.

„ჩვენი მხრიდან მუშაობა დაწყებულია უკვე დაწყებულია იმაზე, თუ როგორ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ქალაქშიც ბევრ ადგილას გვაქვს ქაოტური ვითარება, რომლებიც სასწრაფო რეჟიმში საჭიროებს მოწესრიგებას. არის მზაობა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა აღნიშნული მოწესრიგებული იყოს, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის. განსახორციელებელ ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარეობს. დღევანდელი სიტუაცია მართლაც არასახარბიელოა, რომელიც იწვევს გაუგებრობას. ძალიან მალე წარმოვადგენთ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მცხეთის ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. მონასტერი დღეს გაიხსნა. როგორც საპატრიარქოში აცხადებდნენ,  მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდებოდა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება