სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენად გაიზარდა ან შემცირდა მასწავლებლობის მსურველი მამაკაცების რიცხვი საქართველოს სკოლებში
16-01-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  67 344 მასწავლებელია დარეგისტრირებული, მათ შორის 58 209 ქალია, 9 135 კი - მამაკაცი.

Etaloni.ge გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, იმის შესახებ თუ როგორია სქესთა გადანაწილება სკოლებში - რამდენად გაიზარდა ან შემცირდა წინა წლებთან შედარებით, პედაგოგობის მსურველი მამაკაცების რიცხვი და რა ტენდენციაა სკოლებში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების საერთო რაოდენობა მცირედით არის შეცვლილი. 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, 2018-2019 სასწავლო წელს 50-ით ნაკლები პედაგოგი გვყავს. 

ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, გაზრდილია ქალი პედაგოგების რიცხვი, მამაკაცების კი შემცირებულია: 2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში 484-ით ნაკლები კაცი, ხოლო 434-ით მეტი ქალი მასწავლებელი ასწავლის.

იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა გენდერული გადანაწილება:

2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 394 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 775, ხოლო მამაკაცი - 9 619;

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 373 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 015, ხოლო მამაკაცი - 9 358;

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 65 445 პედაგოგი; აქედან ქალი -56 338, ხოლო მამაკაცი - 9 107;

2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 634 პედაგოგი; აქედან ქალი -57 552,  ხოლო მამაკაცი - 9 082;

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 344 პედაგოგი; აქედან ქალი - 58 209, ხოლო მამაკაცი - 9 135.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება