სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერდა
11-01-2019
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეწყვიტა. 

როგორც განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, უწყების რეკომენდაციაა, ვირუსების გავრცელების რისკი თავიდან აირიდონ, თუმცა, სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უმაღლეს სასწავლებლებზეა დამოკიდებული.

„უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ავტონომია და სამინისტრო მათ სასწავლო პროცესში არ ერევა. სამინისტრო გაცემს რეკომენდაციას, თუმცა, სასწავლო პროცესს ვერ შეწყვეტს. როგორც მინისტრმა თქვა, იგი რეკომენდაციას გასცემს, რომ მაქსიმალურად ყველა სასწავლებელში აირიდონ ვირუსის გავრცელების რისკი“, - განაცხადეს უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი დაწესებულებების უმეტესობამ სასწავლო პროცესი 2019 წლის 7 იანვარს განაახლა, ხოლო 15 იანვრიდან საგამოცდო პერიოდი იწყება. სამინისტროს რეკომენდაციის შემდეგ უმაღლესების ნაწილმა სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეაჩერა. 

etaloni.ge-ს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში; ასევე, სასწავლო პროცესი 11 იანვრიდან შეწყდება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 21 იანვრამდე დასვენების პერიოდი გამოცხადდება. 

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გვაცნობეს, სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესი თსუ-შიც 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები. 

სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რის გამოც სსუ-ში შეიცვალა საგამოცდო ცხრილები, რომელსაც უნივერსიტეტი საკუთარ ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნებს.

რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს გადაწვეტილება მათზეც არ აისახება. პროფესიული სასწავლებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეწყვეტა/გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, მათი უმეტესობა სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც შეჩერდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება