სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 125 წლისთავი აღნიშნეს
09-01-2019
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 125 წლისთავი აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მწერლის მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“ წაიკითხეს, ლუკა არდიამ კი ნაწარმოების პერსონაჟები დახატა. ნახატები ფორმატის ფურცლებზე დატანილ ნაწარმოების გასაანალიზებელ გამონათქვამებთან ერთად დაფაზე გამოიფინა. ფორმატის ფურცლებზე გასაანალიზებელი  გამონათქვამები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოამზადა. 

მოსწავლეებმა გამონათქვამების მიხედვით მოქმედი გმირები ამოიცნეს და მათ შესახებ ისაუბრეს. IX კლასის მოსწავლე ლუკა გოგსაძემ პარალელი გაავლო პროსპერ მერიმეს ნოველა „მატეო ფალკონესთან“, რუსულის მასწავლებელმა კი - გოგოლის მოთხრობა „ტარას ბულბასთან“.

„დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. დასკვნაც გამოფენილ ფურცლებზე გაკეთებულ ჩანაწერებში აღმოაჩინეს: „სამყაროში ყველაფერი ცვალებადობას ემორჩილება, უცვლელი მხოლოდ ცვალებადობაა“ და პერსონაჟთა ტრაგედიის მიზეზად მოძველებული ტრადიციები მიიჩნიეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება