სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონის'' დმანისის გამარჯვებულმა სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა
08-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''დმანისის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა. 

დმანისის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას დმანისის გამგებელის მოადგილე ზაზა გოშუანი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრენენ. 

''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და ადგილობრივ აბიტურიენტებს ხვდებიან.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''დმანისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დმანისის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანი სუბელიანი დაეუფლა.

გამარჯვებული ანი სუბელიანი მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს:

''საკმაოდ ვნერვიულობდი შეჯიბრის დაწყებამდე, გამარჯვებას კი არ ველოდი. სამეულში რომ გამომაცხადეს, ძალიან ავღელდი. მივხვდი, რომ მე ვიყავი გამარჯვებული. კითხვებზე პასუხის გაცემა არ გამჭირვებია. რთული კითხვები არ იყო. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე მაგალითად, ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა დამაგვიანდა, არადა ჩემი პასუხი სწორი აღმოჩნდა. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრია და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ეს არის ძალიან დიდი სტიმული.''

დმანისის გამგებლის მოადგილის ზაზა გოშუანის თქმით, მთელი დმანისი აღფრთოვანებულია ''ეტალონით'':

''საოცარად პოზიტიური დღე იყო. მთელი დმანისი აღფრთოვანებულია ''ეტალონით''.  ყველასთვის მისაღები და ეროვნული პროექტია. მოსწავლეებმაც საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს. სხვათა შორის, მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. ''ეტალონი'' ეროვნულ საქმეს ემსახურება. “ 

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' უნიკალური პროექტია:

''ერთი პოზიტიური დღე ჰქონდათ დმანისს და დმანისელებს. ეს იყო სასიამოვნო შეჯიბრი. მთლიანად ჩავერთეთ ორგანიზებაში და თვალ-ყურს ვადევნებდით ყველაფერს. რაც შეეხება ''ეტალონს'', ეს არის უნიკალური პროექტი. ერუდიციის, ინტელექტის ამაღლებისთვის და ზოგადად, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თავიდან ბოლომდე ეროვნული პროექტია. ყველა მივესალმებით. მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. ვუსურვებ მას წარმატებებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება