სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილმა წარმატებული მანდატურები დააჯილდოვა
22-12-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური    მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.  

მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.

სამინისტროს ცნობით, სიგელები გადაეცათ მანდატურებს, რომლებმაც მოსწავლეების გადარჩენასა და მათი ჯანმრთელობისთვის  საკუთარი სიცოცხლე არაერთხელ დააყენეს რისკის ქვეშ, მანდატურები, რომლებიც მანდატურის სამსახურის დაარსების პირველივე დღიდან მუშაობენ და ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას  გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლის სკოლებში ასრულებენ.

„განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე. დღეს დავაჯილდოვეთ მანდატურის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. მომავალი წლიდან მანტურები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც უსაფრთხო სკოლის გარემოზე აისახება“,- განაცხადა მინისტრმა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანდატურები  ზრუნავენ, როგორც სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ასევე,  მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მანდატურთა  ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მომავალ წელს მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ.

ასევე იხილეთ: რატომ ემატება მანდატურების ნაწილს ხელფასზე 200 ლარი, ნაწილს კი 100 - მანდატურის სამსახურის განმარტება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება