სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

7 ოქროს ფრაზა, რომელიც ბავშვს წარმატების მიღწევაში დაეხმარება - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
19-12-2018
-
+


შვილის წარმატებული და ბედნიერი მომავალი ნებისმიერი მშობლის საზრუნავს წარმოადგენს. სპეციალისტების აზრით, მომავალში მიღწეულ წარმატებას, დიდწილად, ჯანსაღი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა განაპირობებს, რაც სათავეს ბავშობიდან იღებს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მესიჯებს, რომელსაც ბავშვს მცირე ასაკში ვაწვდით მოკლე ფრაზებისა თუ ჩვენი დამოკიდებულებების სახით.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ ფრაზებს, რომლებიც მათი აზრით, თითოეულმა მშობლებმა უნდა დაიმახსოვროს, როგორც ე.წ. „ფორმულა“. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ნათქვამი მხოლოდ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და თქვენი საქციელით უნდა დაამტკიცოთ კიდეც მათი სიმართლე.

1.  "სცადე“ - დართეთ ნება, გავიდეს თავისი კომფორტის ზონიდან. შესაძლოა, თავიდან შეგეშინდეთ ველოსიპედით მარტო გაშვების, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიამოვნებას მიანიჭებს მას ასეთი დამოუკიდებლობა. დაე, თქვენმა შვილმა ბავშვობიდან იცოდეს, რომ მას ელოდება დიდი და მშვენიერი სამყარო, რომელიც უნდა შეიცნოს და არა დაემალოს მას.

2.  "მე მჯერა შენი" - ამ სიტყვებს მართლაც მაგიური ძალა აქვთ. ბავშვს ყველაზე მეტად მშობლის ჯერა. სწორედ თქვენ ხართ მისი მაგალითი და თქვენზე ძლიერი არასოდეს არავინ გონია. შესაბამისად, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ, მისთვის ამდენად მნიშვნელოვანმა პიროვნებამ, მის მიმართ ნდობა გამოხატოთ და უთხრათ, რომ გჯერათ მისი.

3.  "ხელი არაფერზე ჩაიქნიო" - ფსიქოლოგების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიტყვები ხშირად გაუმეოროთ ბავშვს და უბიძგოთ არ შეწყვიტოს ბრძოლა მიზნის მისაღწევად. დაეხმაროთ ისწავლოს, რთული სიტუაციებიდან გამოსავალი თავად მოძებნოს. არ დაგავიწყდეთ, რომ შეუპოვრობა კარგია, მაგრამ აუცილებლად შეახსენეთ, რომ შეიძლება რაღაცას არასწორად აკეთებს. უთხარით, რომ თუ რაიმე არ გამოსდის, კარგად უნდა დაფიქრდეს და სხვანაირად სცადოს მისი გაკეთება. 

4.  "ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ამ შეცდომებზე ვსწავლობთ“ თქვენს შვილს უნდა ესმოდეს, რომ სირთულეები და შეცდომები ნორმალური მოვლენაა. აუხსენით მათ, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ასწავლეთ მას, როგორ გამოასწოროს შეცდომა ზედმეტი აღელვების გარეშე.

5.  "ეს შენი არჩევანია!" - პატარაობიდანვე მიეცით ბავშვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. მხოლოდ ასე შეიძლება გამოუმუშაოთ თავდაჯერებულობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა თავის ქმედებებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევანის თავისუფლება შეუფასებელია!

6.  "ყოჩაღ!"- ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოთ და შეაფასოთ ბავშვის წარმატება. ის დაიმახსოვრებს, რომ სწორი საქციელისთვის აუცილებლად დაიმსახურებს მშობლის შექებას, რაც ნამდვილად შემატებს მას თავდაჯერებულობას.

7.  "შენ უსაფრთხოდ ხარ, ჩვენ შენ გვიყვარხარ!“ - რაც შეიძლება ხშირად გაუმეორეთ ბავშვს ეს ფრაზა. იგი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! მან უნდა იცოდეს, რომ მშობლები მის გვერდით იქნებიან ნებისმიერ სიტუაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება