სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„თერჯოლის მუნიციპალიტეტში ასეთი ახალგაზრდები იზრდებიან“ - „ეტალონის“ შუალედური კონკურსის გამარჯვებული ჩხარის N1 სკოლის მოსწავლე გახდა
18-12-2018
-
+


მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედურ-ფინალური კონკურსი გაიმართა.

კონკურის პირველ ადგილზე გავიდა „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ ქრისტინე ჩიტიძე, ჩხარის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე: „გამარჯვება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სავსე ვარ ემოციებით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“ გუნდს“.

ქრისტინეს etaloni.ge-სთან საუბრისას, წარმატებები უსურვეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებელმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე: „წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეს. სხვას ჩვენ არც მოველოდით, იმიტომ რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ასეთი ახალგაზრდები იზრდებიან. უღრმეს მადლობას მოვახსენებ „ეტალონის“ ხელმძღვანელობას ასეთი კარგი პროექტისთვის“.

კობა ბარდაველიძე, ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: „ყველა მონაწილეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებულად ქრისტინეს ვულოცავ, რომელმაც მეორედ გვასახელა. მადლობა „ეტალონს“ რომ ამ სიხარულის განცდის საშუალება მოგვცა“.

ნელი გიორგაძე, ჩხარის N1 სკოლის მასწავლებელი: „ძალიან ბედნიერი ვარ, მეხუთე კლასიდან ქრისტინეს კლასის ხელმძღვანელი ვარ, თავიდანვე ვუწინასწარმეტყველებდი წარმატებულ მომავალს და დიდი იმედი მაქვს, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები ელოდება. ძალიან ჭკვიანი ბავშვია. არ შემიძლია ეს ყველაფერი მღელვარების გარეშე გადმოვცე. მადლობა თქვენ ყველას“.

ეკა წიკლაური, ქრისტინეს ჩიტიძის დეიდა: „ძალიან გამიხარდა ამ პროექტში რომ მიიღო მონაწილეობა, თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი იყო. მადლობელი ვარ ამ პროექტის და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის. ძალიან აქტიურად გიჭერთ მხარს“.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს, მეორე ადგილს დაეუფლა „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ ალექსანდრე მესხია, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.  მესამე ადგილზე კი გავიდა „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლე.

კონკურსში მონაწილეობდა მეორე პერიოდის (2018 წლის სექტემბერი-დეკემბერი) 21 გამარჯვებული მოსწავლე იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ამ პერიოდში ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო შუალედურ-ფინალური კონკურსის მონაწილეები ზაფხულის ფინალურ სეზონზე მიიღებენ მონაწილეობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება