სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლა

ნოდარ საძაგლიშვილი - მასწავლებელი, რომელმაც ნაჩუქარი ნაწილებით აწყობილი ველოსიპედით დედამიწას 4-ჯერ შემოუარა
06-02-2017
-
+


ფონის სკოლის პედაგოგი ნოდარ საძაგლიშვილი მათემატიკის მასწავლებელია. როგორც თავად აღნიშნავს, ნაჩუქარი ნაწილებით აწყობილი ველოსიპედით 4-ჯერ შემოუარა დედამიწას და ახლა მეხუთე წრეზეა. სკოლაში უკვე 20 წელია მუშაობს. გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, ნოდარ საძაგლიშვილი წერს ლექსებს.


ბატონო ნოდარ, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

დავიბადე 1950 წლის 6 ნოემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში პედაგოგების ოჯახში. 1967 წელს დავამთავრე თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ოქროს მედალზე.  1973 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი წარჩინებით და რეკომენდაციით ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად. სწავლა აღარ გავაგრძელე და მუშაობა დავიწყე თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინერ-მათემატიკოსად. 1975 წელს შევქმენი ოჯახი. ქალაქში ცხოვრება გაგვიჭირდა და დავბრუნდით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში.  

როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა?

1975 წლიდან 1989 წლამდე ვმუშაობდი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკის და ჰერეთისკარის საშუალო სკოლებში. 1989 წლიდან 2000 წლამდე ვმუშაობდი ლაგოდეხის რაიონის, განთლების განყოფილებაში სასკოლო ინსპექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, განათლების განყოფილების გამგედ. სკოლა არ მიმიტოვებია და ამ პერიოდში შეთავსებით ვმუშაობდი ლაგოდეხის №1, თამარიანის, ფონის და ჰერეთისკარის საშუალო სკოლებში, ასევე ვმუშაობდი ლაგოდეხის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში. 2000 წლიდან შეთავსებით ვმუშაობდი ფონის, ჰერეთიკარის სშუალო  და სვობოდნოეს 9 წლიან სკოლებში. ამჟამად კი შეთავსებით ვმუშაობ ფონისა და დავითიანის საჯარო სკოლებში.  

როგორც ვიცით, სკოლაში ველოსიპედით დადიხართ.

1992 წელს ნაჩუქარი ნაწილებით ავაწყე ველოსიპედი და დავიწყე ველოსიპედით სიარული მთელს რაიონში. დიდი ოჯახი მაქვს მყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი; სულ მუდამ გაჭირვება გვაქვს, ამიტომ მხოლოდ გასულ წელს მოვახერხე შედარებით კარგი მეორადი ველოსიპედის ყიდვა გავლილი მაქვს 1600000 კილომეტრზე მეტი ანუ პირობითად 4-ჯერ შემოვუარე დედამიწას და ახლა მეხუთე წრეზე ვარ.
 
Etaloni.ge გთავაზობთ ნოდარ საძაგლიშვილის ლექსს 

                რატომ ვეწევი

რა იქნებოდა ყველგან ყველა იყოს ლამაზი
მეჩვენებოდეს ყველაფერი ტურფა ედემად
თვალებსა ვხუჭავ და ცისფერი თბილი ნაფაზი
ტკბილ-მწარე სევდა ალერსივით გულზე მედება
 
ტყუილიაო ასე იტყვის, ვინც იტყვის საღად
ცისფერი კვამლის მოჩვენება, თავდავიწყება
მხოლოდ კვამლით ვერ აღმართავ იალქნებს ლაღად
ფიქრთა მორევში რომ გააპო ტალღათა წყობა
 
მართალიც არის განა კვამლი შექმნის რაიმეს?
რამე რომ შექმნა საჭიროა საღი გონება
წამხდარ საქმეს რა უშველის მხოლოდ ვაიმე
სულით ძლიერი სევდას როდის დაემონება
 
გალამაზდება, მოიცილებ ნაოჭს ნაადრევს
მაგრამ რა ვუყოთ სილამაზეს თუკი გვაკლია
თუკი ბუნება ადამიანს დამღას დაადებს
რას უშველი, რით უშველი მუდამ ნაკლიანს?
 
რა იქნებოდა ყველგან ყველა იყოს ლამაზი
მეჩვენებოდეს ყველაფერი ტურფა ედემად
თვალებსა ვხუჭავ და ცისფერი თბილი ნაფაზი   
ტკბილ-მწარე სევდა ალერსივით გულზე მედება. 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება