სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე ბიზნესი“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საინტერესო აქტივობა გაიმართა
06-12-2018
-
+


სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“  საინტერესო და სახალისო აქტივობა  - „მწვანე ბიზნესი“ გაიმართა. აღნიშნული გუნდ „მწვანე სიცოცხლის“ წევრებთან ამავე გუნდის წევრ გიორგი ფარულავას მშობელმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან კვარაცხელიამ წარადგინა.

შეხვედრის მიზანი „მწვანე ბიზნესის“ არსისა და მნიშვნელობის გაცნობა იყო. მათ „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებები,  ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები,  მზის ენერგიის ეფექტიანი გამოყენების გზები,  ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის არსი და  მათი სერტიფიცირების საკითხები განიხილეს. შესაბამისად, მომავალში მოსწავლეებს  შეუძლიათ პროდუქტის ეტიკეტის დათვალიერებით ეკოლოგიურად უსაფრთხო და საფრთხის შემცველი პროდუქტები განასხვავონ; ცალკეულ საკითხებზე  დამატებითი მასალები მოიძიონ და პრეზენტაციები მოამზადონ; ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარონ.  რაც მთავარია, მათ შეუძლიათ უფროსებს ეკოლოგიურად ჯანსაღი ბიზნესის დასაწყებად რჩევები მისცენ, „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნაში წვლილი შეიტანონ.

აღსანიშნავია, რომ  მოსწავლეები  ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას და დედამიწის   ეკო პოტენციალს აცნობიერებენ,  თანამედროვე, გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს იაზრებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან,  მომავლის ტექნოლოგიებზე ფიქრობენ და მათი გამოყენებით ბიზნეს იდეებს ეძებენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება