| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2019 წლის პირველი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი 2016 წელს მიიღო პარლამენტმა. კანონი მიზნად ისახავს სისტემის რეფორმირებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული და ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის.
სკოლამდელი განათლების რეფორმა არის ყოველმხრივი და აერთიანებს ხუთ მიმართულებას:
ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობას;
გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას სტანდარტის შესაბამისად;
დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულების უზრუნველყოფას სტანდარტის შესაბამისად;
ე) დაწესებულებაში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების ადამიანური რესურსის უზრუნველყოფას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას