სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

აუცილებელია თუ არა ბავშვი ლიდერად ვაქციოთ? - ფსიქოლოგი გვირჩევს
01-12-2018
-
+


წარმატებული ლიდერები ისტორიას ქმნიან. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ უნარს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - პასუხისმგებლობა დიდი დოზით. ასევე, ბუნებრივია, რომ  როგორც ყველაფერი სხვა, ლიდერობაც მცირე ასაკიდან ყალიბდება. არის თუ არა აუცილებელი ბავშვი მომავალ ლიდერად გავზარდოთ და რა უნდა გავაკეთოთ, თუ შვილში ამ თვისების გაძლიერება გვსურს? - თემაზე Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- რას ნიშნავს ლიდერობა?

- ლიდერობა ნიშნავს გარკვეული ჯგუფის გაძღოლას ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ლიდერი კი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ჯგუფზე ან ჯგუფის ცალკეულ წევრებზე გავლენის მოხდენა. რაც მთავარია,  მას თავად ჯგუფი ირჩევს.

- ეს თვისება თანდაყოლილია თუ მისი შესწავლა შესაძლებელია?

- ლიდერობისთვის საჭირო თვისებების განვითარებაზე მუშაობა შესაძლებელია.

- როგორ ვაქციოთ ბავშვი ლიდერად?


- მშობელს ალბათ გაუჭირდება ბავშვი ლიდერად აქციოს, თუკი თავად მას ამის სურვილი არ აქვს. თუმცა, მშობელს შეუძლია ბავშვობის პერიოდში შვილში ლიდერობისთვის საჭირო თვისებების (სიმტკიცე, გაწონასწორებულობა, ენთუზიაზმი, ამბიციურობა, შეუპოვრობა, თავდაჯერებულობა და სხვ.) განვითარებას ხელში შეუწყოს.

- არის თუ არა აუცილებელი ლიდერი იყოს ჩვენი შვილი?


- ეს აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ბავშვი თავად წყვეტს ის ადგილი დაიკავოს ჯგუფში, რომელიც მის შესაძლებლობებს შეესატყვისება. ლიდერობა არ უნდა ასოცირდებოდეს რაღაც განსაკუთრებულად სასურველ მდგომარეობასთან, რომლის გარეშეც თითქოს ბავშვი მომავალში წარმატებას ვერ მოაღწევს.

- რამე ფსიქოლოგიურ პრობლემას ხომ არ აწყდებიან ის ზრდასრულები, რომლებიც ბავშვობაში ლიდერები იყვნენ, შემდეგ კი იმავე ტემპით ვეღარ გააგრძელეს ამ თვისების გამოვლენა?


-ამაზე კონკრეტულად „კი“-ს ან „არა“-ს ვერ გიპასუხებთ. ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა. როგორც პრობლემას შეგვიძლია შევხედოთ მაშინ, თუკი ეს შეცვლილი მდგომარეობა შემაწუხებელია.  ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ ამ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით ადამიანმა პირიქით, შვებაც კი შეიძლება იგრძნოს. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. დამოკიდებულია იმ მიზეზებზეც, რის გამოც ამ თვისებების გამოვლენა აღარ ხდება.

- რა  გვიკარგავს ლიდერობის უნარს და რა გვაძლევს მას?

- ლიდერობის უნარის დაკარგვა შესაძლოა გამოიწვიოს წარუმატებლობამ, რომელიც განიცადა ლიდერმა და პირიქით, ამ თვისებების გამოვლენაზე შესაძლოა იმოქმედოს ადამიანის ძლიერმა სურვილმა, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება.

- როგორ დავიცვათ ზღვარი - როდის არის ლიდერობა დადებითი მოვლენა და როდის - უარყოფითი?

- საერთოდ, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანისათვის ზიანის მომტანია, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც - უარყოფითი და პირიქით, როდესაც ადამიანს ესა თუ ის მოვლენა არ აზარალებს და პირიქით, სარგებლის მომტანია, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც - დადებითი. იმავეს ვიტყვი ლიდერობის შემთხვევაშიც. ეს თავად პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს და მან მისცეს შეფასება. ოქროს შუალედის მოსაძებნი კონკრეტული ნიშნები არ არსებობს. ადამიანი თავად წყვეტს მას, როდესაც აცნობიერებს რაციონალურად რასთან აქვს საქმე, თუნდაც ლიდერობის შემთხვევაში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება