სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-12 კლასელი გოგონა სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სავარაუდოდ „სელფის“ გადაღების დროს გადმოვარდა
19-11-2018
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. ამ ეტაპზე ზუსტად რა გახდა გოგონას ფანჯრიდან გადმოვარდნის მიზეზი უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგონა ამბობს, რომ ის ფანჯრიდან "სელფის" გადაღების დროს გადმოვარდა, ხოლო როგორც სკოლის მოადგილე ქეთევან კუბლაშვილი etaloni.ge-სთან აცხადებს, მოსწავლის თქმით, ის ფანჯარაში იყურებოდა, რა დროსაც შეუძლოდ შეიქმნა, თავი ვეღარ შეიკავა და გადავარდა.

"ჯერ ჩვენც არ ვიცით არაფერი. როგორც ბავშვმა თქვა, ფანჯარაში ვიხედებოდი, ვიღაცისთვის დაძახება მინდოდა და თავბრუ დამეხვა, თვალები დამიბნელდა და მერე მეც არ ვიცი რა მოხდა. ეს ვიცით ბავშვისგან სხვა ჯერჯერობით არაფერი. 

რაც შეეხება ჯანმთელობის მდგომარეობას, თავი არ აქვს დარტყმული, არც ხერხემლის პრობლემა აღენიშნება. როგორც გავიგე, ბარძაყის ძვალი ან მოტეხილია არ გაბზარული", - განაცხადა სკოლის მოადგილემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემაც.

„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს შორენა სიხარულიძე.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება