სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ უნდა მიხვდეს მასწავლებელი რომ მოსწავლე ძალადობის მსხვერპლია - რჩევები პედაგოგებს
19-11-2018
-
+


თუ მასწავლებელი ამჩნევს, რომ მოსწავლემ ინტერესი დაკარგა სწავლის მიმართ, თავს არიდებს უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობას, გაურბის საუბარს, დაძაბულია, შეშინებულია, გაღიზიანებულია და აღენიშნება გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს.

ასეთ შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლებს შემდეგ რჩევებს აძლევს: 

  • მართეთ სიტუაცია
  • იმოქმედეთ, რაც შეიძლება სწრაფად
  • აგრძნობინეთ მოსწავლეს თქვენი თანადგომა
  • მოუსმინეთ, შეეცადეთ აღმოუჩინოთ დახმარება
  • შეუქმენით მოსწავლეს ისეთი გარემო, რომ დასჯის შიშით სიმართლე არ დამალოს
  • ესაუბრეთ ძალადობისა და მისი თავიდან აცილების გზების შესახებ
  • ასწავლეთ კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით მოგვარება და პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის ხერხები
  • მოუსმინეთ ყურადღებით. ის, რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს
  • დაარწმუნეთ, რომ დახმარების თხოვნა სწორი და თამამი ნაბიჯია და არა სისუსტე
  • ითანამშრომლეთ მშობლებთან
  • ღიად ესაუბრეთ მის ემოციებზე
  • აუხსენით, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად უფროსის ჩარევა აუცილებელია
  • გამოუმუშავეთ თავდაჯერებულობა
  • ასწავლეთ სხვების პატივისცემა
  • აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია
  • არ გააკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით
  • წაახალისეთ სოციალურ პროექტებში, სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მისი მონაწილება
  • შეუქმენით სკოლაში პოზიტიური გარემო, სადაც ყველა მოსწავლე დაცულად იგრძნობს თავს

მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ სკოლაში რეფერირების პროცედურებზე პასუხისმგებელ პირს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება