| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია იამაყოს, რომ ცხოვრებაში არასდროს მოუტყუებია. გამონაკლისები არც ჩვენი შვილები არიან. ხშირად ტყუილის მიზეზი არის მშობლების იმედგაცრუების ან დასჯის შიში ან სურვილი ჩანდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე სინამდვილეშია.
ამიტომ თუ ბავშვი გატყუებთ, არ ეჩხუბოთ - ეს პრობლემას მხოლოდ დაამძიმებს.
მნიშვნელოვანია ტყუილის მიზეზის გარკვევა და მასთან გამკლავებაში ბავშვის დახმარება.
ბავშვის ტყუილის ამოცნობა საკმაოდ მარტივია, ამისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმიკას და სხეულის ენას.
პირველ რიგში, დააკვირდით ბავშვის საქციელს. თუ ის უჩვეულო გეჩვენებათ და საუბრის პროცესში ხშირად იცვლება, სავარაუდოდ, ბავშვი თქვენგან რაღაცის დამალვას ცდილობს.
ცრუ ინფორმაციის მოწოდებისას, ბავშვი ღელავს და ეს აუცილებლად აისახება მის საუბარზე, მიმიკასა და ჟესტებზე. მანიშნებელი რომ ყველაფერი რიგზე არ არის, შესაძლოა იყოს შემდეგი ნიშნები:

რას ამბობენ ფსიქოლოგები: თუ თქვენ შეამჩნიეთ ეს ნიშნები, პანიკაში არ ჩავარდეთ. სავარაუდოდ, ბავშვის ტყუილის მიღმა არაფერი სერიოზული იმალება. აღნიშნულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ბავშვი ტყუილში არ გამოიჭიროთ და ჩადენილისთვის არ დასაჯოთ, არამედ შეინარჩუნოთ ნდობა თქვენსა და ბავშვს შორის, რომ ტყუილი ჩვევაში არ გადაიზარდოს. უკეთესია, გულწრფელად, ბრალდებების გარეშე ესაუბროთ ბავშვს და ფრაზის -„რატომ მატყუებ“ ნაცვლად ფორმულირება - „შენი ტყუილი გულს მტკენს“ გამოიყენოთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი