TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ცოდნის სამყაროა“ - ჩოხატაურში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
22-10-2018
-
+


ჩოხატაურში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ  „ეტალონის“ I ეტაპი - ტესტირება ჩატარდა. მოსწავლეებმა 17 ოქტომბერს გამართულ ამ აქტივობაში მონაწილეობა დიდი ინტერესით მიიღეს. მეორე ტური 9 ნოემბერს  გაიმართება, რომლის მიხედვითაც ჩოხატაურის  „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე:

ტესტირებაში ყველა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. პროცესმა მშვიდად ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ  წელს მონაწილეობას აქტიურად ვიღებთ.  მეორე ტურისთვის სკოლებს მობილური ჯგუფები ჰყავთ და ისე ემზადებიან.  „ეტალონი“  მოსწავლეებს სწავლისა და წარმატების მოტივაციას აძლევს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი იამზე ვაჩეიშვილი:

პირველ ეტაპში ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო. ველოდებით მეორე ეტაპს, რომლისთვისაც ვემზადებით. „ეტალონთან“ ძალიან ვმეგობრობთ და ეს პროექტი ყველა სკოლას უყვარს. ამით მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ახერხებენ და სწავლის მეტი სტიმული ეძლევათ. 

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ წილოსანი:

ტესტირებას მოსწავლეები ინტერესით დაესწრნენ. ქულებიც შთამბეჭდავი გახლდათ. ვნახოთ, მეორე ტურში როგორი შედეგები ექნებათ. მოწაფეები ამ პროექტით ძალიან დაინტერესებულნი არიან. პროექტი მათ სწავლისა და ცოდნის გაღრმავების მოტივაციას აძლევთ. 

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა მამალაძე:

პირველმა ეტაპმა მშვენივრად ჩაიარა. მონაწილეობა ბევრმა მიიღო. მეორე ტურისთვის აქტიურად  ვემზადებით. ეს პროექტი მოსწავლეებს ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების  უნარს უვითარებს. შესაბამისად, ცოდნასაც იღრმავებენ. 

გუთურის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ოსეფაიშვილი:

ტესტირებამ ხალისიანად, მშვიდად ვითარებაში ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის ვვარჯიშობთ და ისე ვემზადებით. ასევე, მზაობაა რომ მომავლისთვის მონაწილეობა ყველამ მიიღოს. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ცოდნის სამყაროა. 

გუთურის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი  მზია სიხარულიძე:

ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდობიანად, ნორმალურად ჩაიარა. თითოეულ საგანზე  ყურადღებას ვამახვილებთ და მეორე ეტაპისთვის ასე ვემზადებით. „ეტალონს“ ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ხედავენ, რომ ცოდნა ძალაა და ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.  

წიფნარის საჯარო სკოლა, დირექტორი  ბელა ცინცაძე:

ტესტირებაში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. უმრავლესობამ მეორე ტურში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაღალი ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, მეორე ტურისთვის ვემზადებით, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად დავესწრებით.  „ეტალონის“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავით. შეიძლება ბავშვმა მეცადინეობის დროს ინფორმაცია გამოტოვოს, ან ყურადღება არ მიაქციოს, შემდეგ კი აღმოჩნდეს, რომ „ეტალონში“ დასჭირდა. ამიტომ, ეს პროექტი მოსწავლეებში ინტერესს აღძრავს, რომ უფრო გულდასმით ისწავლონ. ძალიან საინტერესო პროექტია, სადაც ყველა ჩართულია. 

ხიდისთავის საჯარო სკოლა, დირექტორი იოსებ მეგრელიძე:

ტესტირებამ ძალიან მაღალი ინტერესით და მოტივაციით ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის მზადებას აქტიურად დავიწყებთ. ეს პროექტი ბავშვებისთვის სწავლის მოტივაციისა და ცოდნის გაძლიერების კარგი საშუალებაა. 

ხიდისთავის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ალეკო კვინტრაძე:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. მის მიმართ დაინტერესება დიდი იყო. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპისთვის რეპეტიციის მსგავსი შეხვედრები გვექნება. „ეტალონი“ მოსწავლეებს მხოლოდ განათლებას კი არა, სწავლის მოტივაციასაც სძენს. 

ვანზომლეთის საჯარო სკოლა, დირექტორი რეზო ვადაჭკორია:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა და მაღალი  ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპზე გადასულებს აქტიურად  ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონის“ დახმარებით მოწაფეები იმ ინფორმაციას იგებენ, რაც არ იციან, ამავდროულად,  კონკურენციას ეჩვევიან. 

ვანზომლეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ილია ჯაში:

პირველი ეტაპი ძალიან კარგი იყო. მოსწავლეები მთელი სულით და გულით ჩაერთნენ. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით და მონაწილეებს მაქსიმალურად ვუგულშემატკივრებთ.   

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა, დირექტორი ელგუჯა კიკვაძე:

ტესტირებამ კარგად და ობიექტურად ჩაიარა. კითხვები შესანიშნავი გახლდათ. მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გულით ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ მოსწავლეებს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს.

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა კუტუბიძე:

ტესტირებამ მშვიდ და ობიექტურ ვითარებაში ჩაიარა. მეორე ტურისთვის გულდასმით ვემზადებით. მოსწავლეებს გამარჯვების იმედი აქვთ. ყველა მონაწილეს მეორე ტურში გადასვლა სურდა. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგია, რადგან მეტ ინფორმაციას ეძებენ და  მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის. მშობლებსაც საოცრად მოსწონთ. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დოკუმენტში საუბარია ადგილობრივ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედ-ყოფილ მასწავლებლებზე

ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა გამოსაცდლებისთვის - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 მაისია

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება