| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ წუთებში izrune.ge-ს, როგორც ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის, პრეზენტაცია მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრება izrune.ge-ს თანამოაზრე თბილისის 70 წარმატებული სკოლის ყველა დირექტორი და ასევე ამ სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები.
დღევანდელი შეხვედრის მიზანია მშობლის სასკოლო ცხოვრებაში სისტემური ჩართულობის საჭიროება და ამისთვის izrune.ge-ს გამოყენების მნიშვნელობისა და აუცილებლობის პირველი შედეგების განხილვა და შეჯამება; izrune.ge-ს ჩართული წარმატებული სკოლების შედეგებზე რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული სკოლებისთვის მიწოდება.
შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"ბავშვის განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენ სკოლებთან და პედაგოგებთან ერთად ამ პროცესში ჩართული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი. izrune.ge-ს მსგავსი პროექტი არ მოიძებნება საქართველოში და მსოფლიოშიც ცოტაა.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას, რომელსაც ამდენი შრომა და წლები აქვს ჩადებული თავის გუნდთან ერთად, რომელიც ემსახურება, ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რაც არის ბავშვების მოტივაცია სწავლისთვის. ამაზე მნიშვნელოვანი და კეთილი საქმე მართლაც არ არსებობს და ის წარმატებული ბავშვები, რომლებიც ათეულობით და ასეულობით გვყავს, ბატონი გოჩას და მისი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს მცირე ნაწილი ხართ აქ ამ პროექტის, რადგან მე მინახავს რეგიონებში სავსე დარბაზი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ მშობლებს, მასწავლებლებს და დირექტორებს აინტერესებთ, ბევრი ბავშვი იყოს ჩართული ამ პროექტში.
ეს არის საქართველოში ძალიან ღირსეული საქმე და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და წახალისება ექნება ამ პროექტს. მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ადამიანს გხედავთ შეკრებილს და მინდა წარმატება ვუსურვო პროექტს, თქვენ და ჩვენ ქვეყანას. ძალიან გვჭირდება განათლებაში ბევრი წარმატება, რადგან განათლებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი...“
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ