სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

მონტესორის სისტემის 5 საუკეთესო თამაში, რომელთა თამაში სახლშიც შეგიძლიათ
18-11-2018
-
+


გამოჩენილი იტალიელი პედაგოგის მარია მონტესორის 100 წელზე მეტი ხნის წინ შემოთავაზებული ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკა, დღემდე მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

მონტესორის ბავშვის აღზრდის სისტემა ისე არის აგებული, რომ ბავშვი მისთვის კომფორტულ ფსიქოლოგიურ გარემოში ჰარმონიულად განვითარდეს.

მონტესორის სისტემა ყველაზე დიდი ყურადღებას სამიდან-ექვს წლამდე ასაკს უთმობს, რადგან, ცნობილი პედაგოგის აზრით, სწორეს ამ პერიოდში ისრუტავს ყველაზე კარგად ბავშვის გონება ახალ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.

მონტესორის სწავლის მეთოდების გამოყენება სახლში - გარშემო მყოფი ნივთების საშუალებად გადაქცევით ან უკვე არსებული ბავშვის სათამაშოების ადაპტირებითაც შეიძლება.

etaloni.ge-მ მონტესორის სისტემის ხუთი მარტივ განმავითარებელ თამაშს გთავაზობთ, რომლითაც შეგიძლიათ ბავშვი სახლიდან გაუსვლელად დავაკავოთ. 

„ჯადოსნური ტომარა“ (3-6 წელი)


ეს თამაში ყველა ბავშვს მოეწონება. აიღეთ პატარა ნაჭრის ტომარა და სხვადასხვა ფორმისა და ტექსტურის ნივთებით გაავსეთ, შემდეგ კი ბავშვს სთხოვეთ თვალები დახუჭოს, ნივთი ხელით გასინჯოს და შეეცადოს მის დასახელებას. ბავშვთან თამაშისთვის სასურველია ტომარაში ჩაალაგოთ ნივთები, რომლებიც მისთვის ნაცნობია (საყვარელი სათამაშოები ან საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლის გამოყენება თავად იცის).

უფროს ბავშვებს კი შესაძლებელია დავალება გაურთულოთ: ჩაალაგეთ ტომარაში, მაგალითად, გეომეტრიული ფიგურები ან ასოები მაგნიტიანი ანბანის ნაკრებიდან.

შეაქეთ ბავშვი წარმატებისთვის და არ დაგავიწყდეთ როლების გაცვლა.

„დალაგება“ (1,5 – 4 წელი)


სათამაშოებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მარცვლეული, კოვზი, სინი, ქილები, ღრუბელი და ნიჩაბი. ბავშვს ძალიან მოეწონება კოვზით მარცვლეულის ერთი ქილიდან მეორეში გადატანა. სინზე კი შესაძლებელია ბრინჯის, ფეტვის ან წიწიბურის დაყრა. მობნეული მარცვლეული კი ბავშვმა ღრუბლისა და ნიჩბის საშუალებით უნდა მოაგროვოს.

ეს საქმიანობა არა მხოლოდ შესანიშნავად ავითარებს მოტორიკას, არამედ ასწავლის ბავშვს სიზუსტესა და დამოუკიდებლობას.

„ქსოვილები“ (2-5 წელი)

შეაგროვეთ პატარა ყუთში ან კალათაში სხვადასხვა ქსოვიების ნაგლეჯები (ბამბა, აბრეშუმი, შალი, ტყავი, ზამში). სთხოვეთ ბავშვს დახუჭული თვალებით მოძებნოს ერთნაირი ქსოვილები და ერთად დაალაგოს. როდესაც ბავშვი თვალებს გაახელს, იგი შეძლებს ნახოს სწორად დაალაგა თუ არა წყვილები.

გზადაგზა ბავშვის ყურადღება გაამახვილეთ სხვადასხვა ნაჭრის მახასიათებეზე: თხელი, რბილი, პრიალა, ბეწვიანი და ა.შ.

„კუბების კოშკი“ (1,5 -3 წელი)

მონტესორის სისტემაში ყველასთვის ნაცნობი ხის კუბები აქტივობისთვის საყვარელი მასალაა.

თამაშისთვის სხვადასხვა ზომის ნებისმიერი ხის კუბების ნაკრები გამოდგება. სთხოვეთ ბავშვს დეტალებისგან კოშკი ააგოს.

 დაივიწყეთ პერფექციონიზმი: დაე თქვენი პატარას აგებული კოშკი იყოს „არასწორი“ და არათანაბარი.

„სიჩუმეში“

ეს თამაში ცელქი ბავშვების დედებს მოეწონებათ. ამ თამაშით ბავშვი თვითკონტროლს სწავლობს. სიჩუმეში ბავშვები ხმაურს და ხმას უსმენენ, რომელსაც ადრე ყურადღბას არ აქცევდნენ: საათის წიკწიკს, ჩიტების გალობას, წვიმის ხმას.

მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ ვარჯიშს სარგებელი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც ბავშვი მას ნებაყოფლობით ასრულებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება

საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო სახე

ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება