სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს პროექტი არის ზეიმი, რომელსაც განსაკუთრებული ემოციით ელოდება საქართველო“ - მესტიამ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
08-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალ სეზონზე „ეტალონი მოსწავლეების“ გამოვლენას შერჩევას აგრძელებს. 5 ოქტომბერს მესტიის „ეტალონი მოსწავლე“ - ლენჯერის N2 საჯარო სკოლის, მერვე კლასის მოსწავლე ანა ჯაჯვანი გახდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური მესტიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მესტიის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა დარეჯან ნიგურიანმა აღნიშნა,რომ მესტიისთვის ეს დღე არის ზეიმი და „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის შემდეგ სიხარულით იღებს მილოცვებს:

„ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის ბავშვები და ბედნიერი ვარ რომ მათ ეს შრომა უფასდებათ. ბავშვებთან ერთად ამ დღეს ელოდებიან მშობლებიც, მასწავლებლებიც და ჩვენც, რა თქმა უნდა. ხედავთ რამხელა ემოციაა, რამხელა სიხარულია ახლა აქ?! ყველა ერთმანეთს ულოცავს. ეს ცრემლის მომგვრელია, სიხარულის ცრემლის და ეს თქვენი დამსახურებაა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის და მისი არაჩვეულებრივი გუნდის, რომლებიც წარმატების, სიხარულის,ზეიმის დღეს ჩუქნიან მესტიას“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ქეთევან ხარძიანმა პროექტ „ეტალონის“ აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ამ პროექტის არსებობა აუცილებელია ახალი თაობისთვის. „ეტალონი“ არის ზეიმი, რომელსაც განსაკუთრებული ემოციით ელოდება და მასპინძლობს, არამხოლოდ მესტია, არამედ სრულიად საქართველო. ჩვენთან „ეტალონი“ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და წლიდან-წლამდე ამ პროექტისთვის დიდი ინტერესით და მონდომებით ემზადებიან როგორც პედაგოგები, ასევე ბავშვები. ვუსურვებ წარმატებას თითოეულ მათგანს და პირველ რიგში პროექტ „ეტალონს“.

განსაკუთრებული იყო  გამარჯვებულის ემოციები, მისი სახელისა და გვარის გამოცხადებისას. მესტიის „ეტალონმა მოსწავლემ“ ანა ჯაჯვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ განსაკუთრებულად ემზადებოდა და ეს გამარჯვება მისი ყოველდღიური მეცადინეობების შედეგია.

„ძალიან მოულოდნელი იყო, როცა სამეულის დასახელებისას ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. გამარჯვებული თუ მე ვიქნებოდი მითუმეტეს არ ველოდი. ძალიან დიდი სიხარულია. უბედნიერესი ვარ!“ 

გამარჯვებულის დედამ, მარინე გიგდელიანმა აღნიშნა, რომ მისი შვილის ასაკიდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი იყო „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსით ანას დასახელება:

„ანა ძალიან აქტიური ბავშვია, კარგად სწავლობს და  ყველა პროექტში მონაწილეობს, მაგრამ „ეტალონში“ პირველად მიიღო მონაწილეობა. კარგ შედეგს ნამდვილად ველოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ მიფიქრია პირველ ადგილს თუ დაიკავებდა...“

ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ლალი გულედანის თქმით,  ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ „მესტიის ეტალონი“ მოსწავლე სწორედ მისი სკოლის მოსწავლე გახდა.

„მართლა ვიტირე სიხარულისგან. ემოციები უსაზღვროა, არ ვიცი რა როგორ გითხრათ. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის მთელ გუნდს. ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში და ყოველთვის გვაქვს წარმატებები. ყოველთვის ვამყარებდით ამ ბავშვზე იმედებს, ბევრჯერ აქვს ჩვენი სკოლა და მესტია წარმოჩენილი და როგორც კი გამოაცხადეს პირველ სამეულში მერვე კლასელი, მაშინვე გამოვეყავი ხალხს და წინ გამოვედი, გულმა მიგრძანო რო ანა იქნებოდა.“

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ გრძელდება. 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ასევე:
მესტიის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!

გთავაზობთ მესტიის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების  რეიტინგს

მესტიის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ძალიან საყვარელი პროექტია“ - მესტიაში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა

მესტიაში „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძება მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება