სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N1 საჯარო სკოლის შვიდმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებელის სტატუსი მოიპოვა
08-10-2018
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ჯვარის №1 საჯარო სკოლის 7 მასწავლებელს 2018-2019 სასწავლო წელს სტატუსი შეეცვალა. 

პედაგოგებმა - ნაირა ქარდავამ, ნანა მეგრელიძემ, ფატიმა გერგედავამ, ირმა არქანიამ, თინათინ მიქავამ, ეკატერინე შამუგიამ და მარინე კვარაცხელიამ უფროსი მასწავლებელის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის პედაგოგები დღენიადაგ ზრუნავენ პროფესიული და საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაზე.

„მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში, ეფექტურად იყენებენ სხვადასხვა ტრენინგებზე მიღებულ გამოცდილებას და ნერგავენ საგაკვეთილო პროცესში. ყოველივე ეს დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. 2010 წლიდან დღემდე სკოლაში საქმიანობდა 14 უფროსი მასწავლებელი და გვიხარია, რომ  წელს მათ რიცხვს 7 უფროსი მასწავლებელი შეემატა, მათ სტატუსის ამაღლებას ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გააგრძელებს  საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანად წარმართვას მოსწავლეთა შედეგების ასამაღლებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება