სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინოვაციური izrune.ge ყვარელს ესტუმრა
06-10-2018
-
+


დღეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში  Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.  შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრნენ.

აუდიტორიის შეფასებით Izrune.ge საგანმანათლებლო სიახლეებს უწყობს ფეხს და ინოვაციური მიდგომებით შემეცნებითი და სახალისო ტესტებით ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს. 

პროექტის მიმართ სტუმრებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს.  მოსწავლეები საჩვენებელი ტესტის გავლაში აქტიურად ჩაერთნენ.

რესურსცენტრის თქმით, შეიქმნა დამრიგებელთა კლუბი, რომელშიც ყვარლის ყველა სკოლიდან თითო წარმომადგენელია გაერთიანებული და ისინი აქტიურად და წარმატებით იმუშავებენ ზოგადად განათლების გაუმჯობესებასა და Izrune.ge-ს ყველასათვის ხელმისაწვდომობისთვის.

მერის მოადგილის განცხადებით, Izrune.ge განათლების მომავალია და ინოვაციური პორტალი ყვარლისა და სრულიად საქართველოს განათლების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება