სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები „ეტალონიდან“ „ეტალონამდე“ ცხოვრობენ“ - სენაკში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
26-09-2018
-
+


საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვის მღელვარე პერიოდი დადგა, რადგან  ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო.

კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სკოლების მოსწავლეები, რომელთაც წარმატებისა და გამარჯვების ამბიცია აქვთ, „ეტალონის“ შესარჩევ ტურში ერთვებიან, რათა შემდეგ ამ ტიტულის მოსაპოვებლად II ეტაპში მონაწილეობა მიიღონ.  

25 სექტემბერს I ეტაპის ტესტირება სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 4 ოქტომბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.  

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია:

ტესტირების მიმართ ყველა სკოლაში ინტერესი და მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. როგორც ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელმა მითხრა, მათმა მოსწავლემ კონკურსში 100-დან 97 ქულა აიღო, რაც ძალიან კარგი შედეგია. მეორე ტურს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვატარებთ და ამისთვის ყველანაირად ვემზადებით.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი:

„ეტალონი“, რომ ძალიან რეიტინგული პროექტია, ამაზე აღარავინ დავობს და საქართველოში ანალოგს, რომელიც ასე უწყობს მოსწავლის ინტელექტისა და ინტერესების განვითარებას ხელს,  ნამდვილად ვერ გავიხსენებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა დროს გაუძლო და სულ უფრო რეიტინგული და მასშტაბური ხდება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სენაკელი მოსწავლეები „ეტალონიდან“ „ეტალონამდე“ ცხოვრობენ. რაც შეეხება ტესტირებას, საშუალება მომეცა, რომ მას 4 სკოლაში დავსწრებოდი და როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, წელს ბევრად  მაღალი აქტივობაა, ვიდრე-სხვა წლებში. იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან ჩვენი ახალგაზრდობისთვის მართლა მნიშვნელოვანია პროექტია. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს „ეტალონის“ ორგანიზატორებთან და ყოველი ნიუანსი გათვალისწინებულია, შესაბამისად, საორგანიზაციო საკითხებში რესურსცენტრები ჩართულია და ყველაფერი მაღალორგანიზებულად ჩატარდება. 

ზანის საჯარო სკოლა, დირექტორი რომანი კვაშილავა:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. რაიონულ შეჯიბრებებში ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობთ. შარშან მეოთხე ადგილი დავიკავეთ. მეორე ტურისთვის გულშემატკივრობა არ შეგვეშლება. ვინც პირველი ტური წარმატებით გაიარა, მათაც შიდა სასკოლო სიგელებით დავაჯილდოვებთ, რომ მეტი სტიმული ჰქონდეთ. 

ზანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ვარდია:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. თავად მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა და ირგვლივ დადებითი შეფასებებია. რაც შეეხება მეორე ტურს, ვაპირებთ სკოლამ მონაწილეებს სხვადასხვა სახით ვუგულშემატკივროთ და ამით ისინი წავახალისოთ. 

ლეძაძამეს საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი ხურცილავა: 

ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მოსწავლეების „ეტალონი“ ბევრ რამეში დაეხმარება. 

ლეძაძამეს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ხვიჩა ძაძამია:

ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა მრავალმა მოსწავლემ მიიღო. როგორც ცნობილია, მათ ცუდი შედეგები არ ჰქონიათ. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ. ყველას იმედი აქვს, რომ ფინალში მოხვდება და გაიმარჯვებს. მეორე ტურზე მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.

ძველი სენაკის საჯარო სკოლა, დირექტორი ვახტანგი ჯანჯღავა:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა მაღალი დაინტერესება გამოხატეს. კარგი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურის ღონისძიებას, მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. 

ძველი სენაკის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ვენერა ხახუბია-ესებუა:

ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა 21-მა მოსწავლემ მიიღო. მათ საკმაოდ კარგი ქულები მიიღეს. მოსწავლეებს გამარჯვების სურვილი და ამბიცია აქვთ. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს  სკოლა სპეციალური ბანერებით უგულშემატკივრებს. 

სენაკის N7 საჯარო სკოლა, დირექტორი ბიძინა ტაბაღუა: 


ტესტირებამ მშვიდ პირობებში ჩაიარა. მას ჩვენ მიერ დანიშნული კოორდინატორი ხელმძღვანელობდა. სულ 43-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და როგორც გავიგე, მაქსიმალური ქულა 100-დან 94 დაიწერა. მეორე ტურისთვის მობილიზებულნი ვართ და მონაწილეების საგულშემატკივროდ აუცილებლად წავალთ. 

სენაკის N7 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ჟანა ბარამია:

ტესტირებამ მშვიდობიან  გარემოში ჩაიარა. მაღალი ქულებიც დიწერა. მოსწავლეების ნაწილს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურებში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ტურში მოწაფეებს სხვადასხვა ხერხით ვუგულშემატკივრებთ, რომ უფრო საზეიმო განწყობა შეიქმნას. 

მენჯის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია თოფურია:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ბავშვები შედეგებით კმაყოფილნი არიან. მეორე ტურში მონაწილეებს სკოლის დანარჩენი მოსწავლეები ე.წ. ფლაერებით და ემოციებით გაამხნევებენ. 

მენჯის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ელისო ლემონჯავა:


მონაწილეებმა დიდი დაინტერესება და სითამამე გამოამჟღავნეს. მათ მეორე ტურში სკოლის დანარჩენი მოსწავლეები გაამხნევებენ. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება