სიახლეები
ყველაზე პოპულარული


მსოფლიოს ტოპ ონლაინ-კურსები, სადაც შეგიძლიათ უფასოდ ისწავლოთ
14-09-2018
-
+


თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი განათლების მიღების ყველაზე კარგ საშუალებად იქცა. სახლიდან გაუსვლელად, უფასოდ, ათასობით კილომეტრის მოშორებით შეიძლება პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდე ან სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული ონლაინ-კურსები გაიარო. 

ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა უცხო ენა საშუალოზე უკეთ ვიცოდეთ და გვქონდეს სურვილი განათლება მივიღოთ. 

Etaloni.ge გთავაზობთ უფასო ონლაინ-კურსების ჩამონათვალს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ონლაინ რეჟიმში მოუსმინოთ ლექციებს სხვადასხვა სპეციალობის და ინტერესის მიხედვით. 

Khan Academy - საიტი, რომელიც უკვე ქართულადაც არსებობს და ლექციების ნახვა მშობლიურ ენაზეც შეგიძლიათ. ესაა ვიდეო-გაკვეთილების ბაზა, სადაც ყველა დისციპლინა გაკვეთილებადაა დაყოფილი და შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად ნახვა. მაგალითად, ბიოლოგიის ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ევოლუციასთან, გენეტიკასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. 

Udemy - საიტი გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების კურსებს. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ Facebook-ში პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ლექციებს, ნახოთ SQL-ის მონაცემთა ბაზები, ისწავლოთ Photoshop-ი, მუსიკის თეორიები, ბიზნეს სფერო და მრავალი სხვა. 

MIT Open Courseware - ამ სასწავლებელში მოსახვედრად ადამიანები უამრავ თანხას ხარჯავენ, ამ საიტის საშუალებით კი თქვენ შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ სასწავლო მასალები. მოცემული რესურსი იმათთვისაა, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯოს ტექნიკურ საგნებში და მეცნიერებაში. 

lynda - ეს საიტი განსაკუთრებით დიზაინერებს, ფოტოგრაფებს და Web-ის შესწავლის მსურველებს გამოადგებათ. საიტზე ორიენტირება რთული არაა და მსურველი ნებისმიერ სასურველ კურსს მარტივად მიაგნებს. 

codecademy - ამ ვებ-გვერდზე თქვენ გაიგებთ ყველაფერს ანიმაციების, javascript-ის შესახებ და ისწავლით, როგორ უნდა შექმნათ საიტი. 

Coursera - ეს ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა. თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ 16 სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსზე, რომლებშიც შედის პრისტონის, სტენფორდისა და კალიფორნიის ტექნიკური უნივერისტეტი. საიტის მომხმარებელთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება