სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ვატაროთ თუ არა ერთ კლასში დედმამიშვილები-ფსიქოლოგის რჩევა
06-09-2018
-
+


არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სკოლის ერთ კლასში დედმამიშვილები სწავლობენ. ამის მიზეზი უმეტესად მათ შორის ასაკობრივი სხვაობის სიმცირეა, ასევე მშობლების რწმენა, რომ მოსწავლეები სასკოლო გარემოს უფრო ადვილად მიეჩვევიან.  

Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რამდენად მიზანშეწონილია სკოლის ერთ კლასში ოჯახის წევრების შეყვანა. თემაზე ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრა:

„დედმამიშვილების ერთ სასწავლო ჯგუფში ყოფნა, როგორც წესი, მათი პიროვნებების ზრდას უქმნის საფრთხეს. ბავშვს, როგორც ინდივიდს, რომელშიც პიროვნება ყალიბდება,  თავისი წრე სჭირდება, სადაც  თვითრეალიზაციას მოახერხებს.  

დედმამიშვილების ერთად სწავლას დაკავშირებით შემდეგ პრობლემას ვაწყდებით:
ერთ-ერთის მეტი თავდაჯერებულობის ან ხასიათის სიმტკიცის გამო მეორეს  საკუთარი თავის რეალიზება და გამოხატვა უჭირს. არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ზოგადად, მნიშვნელოვანია ოჯახში ბავშვების მიმართ დამოკიდებულება. თუ მათი შედარება და  გამორჩევა სხვადასხვა ნიშნით მიმდინარეობს, სოციუმში ამ დამოკიდებულებით  მოხვედრილი ბავშვები ამ განსხვავებებს  განცდის დონეზე იარლიყივით ატარებენ და ამის მიხედვით ზოგჯერ ადაპტაციაც უჭირთ. თუმცა ამ საკითხსაც ინდივიდულური მიდგომა სჭირდება, რადგან წინასწარ შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება