სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გაიგეთ სოფელ შემოქმედის მონასტერზე - იმოგზაურეთ Etaloni.ge -სთან ერთად
06-09-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით ინიციატივას მრავალი მოსწავლე უერთდება. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ცოტნე ცაგარეიშვილი თავის სოფელ შემოქმედის მონასტერზე გვიყვება

„გამარჯობა,

,,გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური’’, Etaloni.ge- ს მიერ გამოცხადებულ ამ აქტივობაში მე უკვე ჩავერთე და   წინა  სტატიაში ის ადგილი გაგაცანით სადაც მე ვცხოვრობ და ყოველდღე მიხდება ამ სილამაზის დანახვა ეს ჩემი ,,ანასეულია’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. გურიაში, კერძოდ ოზურგეთში  ბევრი მნიშვნელოვანი  და თავისი   ისტორიული   წარსულით საინტერესო და გამორჩეული ადგილია, სასურველია  იგი ყველამ გაიცნოს. დღეს ერთ-ერთ  ასეთ ღირსშესანიშნავ ადგილზე გესაუბრებით და გაგაცნობთ.

ამ დღეებში  იმერეთიდან ნათესავები მესტუმრნენ, ოზურგეთის ბევრი ღირსშესანიშნავი და საინტერესო ადგილი ვაჩვენე, მაგრამ   ისე როგორ გავუშვებდი გურიიდან,  ,,შემოქმედში’’ რომ არ წამეყვანა  და მის ისტორიულ მონასტერზე ინფორმაცია არ მიმეწოდებინა.

- ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს  სოფელი შემოქმედი, მდინარე ბჟუჟის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს,  შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტერი,  მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალთებზე აგებული იყო ბერების სენაკები, 1894-95 წლებში შემოქმედში მოგზაუროდბენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მარჯორი უორდროპი ისე მოიხიბლა მონასტრის სილამაზით, რომ ანდერძი დატოვა,  მონასტრის გალავანში დამმარხეთო. 

შემოქმედის ეკლესია მოქმედია.  კომპლექსი შედგება სამი ძეგლისგან: XVI საუკუნის სამრეკლოსგან, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი და 2 ერთმანეთზე მიდგმული ტაძრის: XII საუკუნის ღვთაების ბაზილიკისა და ,,ზარზმად’’ წოდებული გუმბათოვანი ეკლესიისაგან.

ეს უკანასკნელი ვახტანგ I გურიელს საგანგებოდ აუგია 1572 წელს, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში დაცვის მიზნით გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება. ლეგენდის მიხედვით, ზარზმიდან წამოსვენებული ღვთისმშობლის ხატი ახალციხეში ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა.

ამგვარად მოხვდა ეს ხატი შემოქმედის მონასტერში.მაცხოვრის ეკლესიის შიგა და გარე პერანგი ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმარილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. თავდაპირველად ის ერთნავიანი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით არის მიშენებული გვერდითი ნავები, იმავდროულად ეკლესია ახალი პერანგით შეუმოსავთ და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოუპირკეთებიათ. შემოქმედის მონასტერი, უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა, ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. 

მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.   ჩემი  სტუმრები აღფრთოვანებას  ვერ მალავდნენ ისე მოეწონათ იქაურობა ,  ეკლესიის ეზოდან  სადაც სოფლის ლამაზი ხედები იშლება, ირგვლივ საოცარი  ბუნება, ძალიან ისიამოვნეს გადაიღეს სამახსოვრო სურათები,  შთაბეჭდილებით და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ მეც კმაყოფილი დავრჩი, რადგან საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი კუთხის ლამაზი ისტორია მისი ღირსშესანიშნაობით  გავაცანი.

ცოტნე ცაგარეიშვილი

ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება