სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ყველაზე უჩვეულო საგნები რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში ასწავლიან
10-09-2018
-
+


ერთ კვირაში ჩვენი ქვეყნის სკოლებში პირველი ზარი დაირეკება, მოსწავლეები მერხებს მიუსხდებიან და ლიტერატურის, მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის სწავლას დაიწყებენ.

მაგრამ ზოგიერთ სკოლებში ნაცნობი საგნების გარდა უჩვეულოც საგნები ისწავლება. გთავაზობთ 7 უჩვეულო საგანს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები სწავლობენ.

იაპონია: ბუნებით ტკბობა 

იაპონიის ზოგიერთ სკოლაში უჩვეულო საგანი - „ბუნებით ტკბობა“ ისწავლება. მისი მიზანია მოსწავლეებს გარესამყაროს სილამაზის დაფასება ასწავლოს, რომელსაც კომპიუტერიზაციის გამო, მოსწავლეები უბრალოდ ვეღარ ამჩნევენ. გაკვეთილზე ბავშვები ფლორისა და ფაუნის თავისებურებებს სწავლობენ, ბუნებაზე დაკვირვებაში ნიშნებს იღებენ და წლის ბოლოს გამოცდებსაც აბარებენ.

ისრაელი: კიბერბრძოლების თეორია და პრაქტიკა


ისრაელის ზოგიერთ სკოლაში ბავშვები სპეციალურ კურსს - კიბერუსაფრთხოებას გადიან. საგანი მოსწავლეთა კიბერდამოკიდებულების გამო შემოიღეს. თეორიისა და პრაქტიკაზე მოსწავლეებს ასწავლიან როგორ მოიქცნენ სოციალურ ქსელებში. ასევე საგნის დიდი ნაწილი კომპიუტერული თამაშებზე დამოკიდებულებას ეძღვნება და იმას როგორ ვებრძოლოთ მათ. 

გერმანია: ბედნიერების გაკვეთილები


გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის ერთ-ერთ სკოლაში ბედნიერების გაკვეთილები ტარდება. გაკვეთილებს თავად სკოლის დირექტორი ატარებს. მოსწავლეების მთავარი მიზანია სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება ისწავლონ, საკუთარი გულისთქმას მოუსმინონ და უბრალოდ ბედნიერები იყვნენ. საგანში გამოცდები არ არის, მაგრამ თითოეულმა მოსწავლემ წლის ბოლოს  საკუთარი პროექტი უნდა განახორციელოს: გადაიღოს „კეთილი“ ვიდეროგოლი ან ქველმოქმედებით დაკავდეს.

ბაშკირეთი: მეფუტკრეობა


ბაშკირეთში არსებობს ასზე მეტი სკოლა, რომლებსაც საკუთარი საფუტკრე აქვთ. გაკვეთილზე ბავშვებს ფუტრების მოვლას და თაფლის მოგროვებას ასწავლიან. აღსანიშნავია, რომ ბაშკირეთი თაფლის მწარმოებელი ქვეყანაა. 

ავსტრალია: სერფინგის გაკვეთილები


ავსტრალიის სკოლებში ბავშვებს სერფინგს ასწავლიან. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩასულმა ტურისტმა ადგილობრივზე უკეთ არ ისრიალოს.

სომხეთი: ეროვნული ცეკვები

სომხეთის მთავრობამ ქვეყნის სკოლებში სპეციალური კურსი - ეროვნული ცეკვები შემოიღო. გაკვეთილზე მოსწავლეებს  ქორეოგრაფიასა და ცეკვების ისტორიის ასწავლიან. წლის ბოლოს მოსწაველეები გამოცდებს აბარებენ. ამ დისციპლინაში არადამაკმაყოფილებელი ნიშნის მიღების შემთხვევაში კი შესაძლოა მოსწავლე მეორე წლით კლასში ჩატოვონ. 

აშშ: სამეცნიერო გამოგონებები


ყველა ამერიკულ სკოლაში ისწავლება საგანი - „სამეცნიერო გამოგონებები“. მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების პოტენციალის გახსნა. თეორიული კურსის შემდეგ, ყველა მოსწავლეს აძლევენ ერთ დავალებას - გამოიგონონ რაიმე. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ერთი წელი აქვთ. კურსის დამთავრების შემდეგ კი ახალგაზრდა მეცნიერები საკუთარ აღმოჩენებს კლასის წინაშე წარადგენენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება