სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ არის ტყაშმაფა - მეგრული მითოლოგიის გმირი, რომლის შესახებაც ყველას გვსმენია
06-09-2018
-
+


ბავშვობაში ყველას გვსმენია საზარელი ამბები ავსულებზე, რომლებსაც მშობლები ჩვენს შესაშინებლად იგონებდნენ. ჭინკები, ავსულები და სხვა მითიური არსებები შეიძლება უფროსების ფანტაზიის ნაყოფი სულაც არ იყო და მათაც ჩვენსავით ჰქონდათ ისტორიები გაგონილი. 

ქართული მითოლოგია საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან თითოეულ კუთხეს საკუთარი თქმულება და მითი გააჩნია. განსხვავებული სახეები, ლეგენდები, კეთილი თუ ბოროტი არსებები საერთო ჯამში ერთ მთლიან ისტორიას ქმნიან, რომელსაც დღეს ნელ-ნელა ივიწყებენ. 

დღეს გვინდა ერთ-ერთ ცნობილ მითიურ არსებაზე მოგითხროთ, ტყის დედოფალზე იგივე ტყაშმაფაზე (მეგრ). 

ტყაშმაფას ავ სულთა სამეფოში, ოჩოკოჩის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს. ის ტანით ჩვეულებრივი ქალის ოდენაა და ფიზიკური ღონით ოჩოკოჩს, რა თქმა უნდა, ვერ დაუტოლდება. ტყის დედოფალი არაჩვეულებრივი სილამაზისაა, უმტვერო თოვლის მსგავსი თეთრი ტანი აქვს, შავი და გრძელი თმა კოჭებამდე სცემს. 

ტყაშმაფა დედიშობილა დადის. ის ტყის პატრონია და მის გარეშე ტყეში არაფერი ხდება. ტყიდან გამოსულს უყვარს ინებივროს მთვარიან ღამეებში სადმე ანკარა წყაროს პირას, იქ ზის და იბანს თავის თითქოს მარმარილოსაგან გამოქანდაკებულ სხეულს, ხოლო ვერცხლის სავარცხლით გრძელ თმას ივარცხნის. მეგრელები არაერთხელ დამტკბარან მისი ყურებით ასეთ წუთებში. 

ჩვეულებრივ ტყის მეფე ხვდება ადამიანს ტყეში მიმავალ გზაზე, ბნელ ღამეში. პირველი ნიშანი ტყის მეფის გამოჩენისა არის მგზავრის მიერ ორიენტაციის დაკარგვა, ანუ მხარის ქცევა. მგზავრს გზა ვერ გაუგნია, იწყებს ტყეში უგზო-უკვლო ხეტიალს, თანდათან შეიპყრობს შიში უბედურების მოლოდინში. ბოლოს, მის წინაშე ერთბაშად გამოჩნდება ტყის მეფე. 

თუ გზადაკარგული ახალგაზრდა კაცია და ისიც ლამაზი, ტყის მეფე დროებით თავს შეიკავებს თავისი ავი განზრახვები გამოაჩინოს. ცდილობს შემაცდენელი ტანის მიმოხვრა გამოიჩინოს, თავის მსხვერპლს ვნება აუღელვოს და ზევით იშვერს ორსავე ხელს გამართული თითებით: დამთანხმდი ჩემთან ცოლ-ქმრული კავშირი დაიჭირო იმდენ წელიწადს, რამდენი თითიც ორსავე ხელზედა მაქვს, ე. ი. 10 წელიწადსო. კაცმა ტყის მეფეს პასუხი სხეულის წევრების მოძრაობით უნდა გასცეს, ხმის ამოუღებლად, რადგან ტყის მეფესთნ დალაპარაკებას ჭკუაზე შეშლა მოჰყვება. ამიტომ მამაკაცმა ასეთ მომხიბვლელ წინადადებას პასუხად უნდა აჩვენოს მხოლოდ ერთი თითი და ამით გააგებინოს, რომ შენთან მხოლოდ ერთ წელიწადს ვიცხოვრებ ცოლ-ქმრული კავშირითო. 

ტყის მეფე ერთ წელიწადს უკლებს და ათი თითის მაგიერ უჩვენებს ცხრას, მერე თანდათან უკლებს და ჩამოდის ერთ წლამდე. ამგვარად, ტყის მეფე და მამაკაცი პირობას დასდებენ, რომ ერთმანეთთან ერთის წლის განმავლობაში იცხოვრონ. თუ მამაკაცი ცოლიანია, ერთი წლის განმავლობაში ცოლთან ცოლ-ქმრულ კავშირზე ხელი უნდა აიღოს.

სავარცხელი ტყაშმაფასთვის ძალიან ძვირფასია. მისი დაკარგვა აგიჟებს და სიმშვიდეს აკარგვინებს. თმა, მითიური სიმბოლიკით, სიცოცხლის ძალის შემცველია და ამ შემთხვევაში ეს ძალა სავარცხელსაც გადაეცემა.  

მეგრულ მითოლოგიაში ძალიან ბევრი ისტორია გვხვდება ტყაშმაფაზე. სხვადასხვა წყაროები მას ავსულად მოიხსენიებენ, მაგრამ მისი ბუნება ბოლომდე დადგენილი არაა. ერთი რამ ცხადია, მისი ისტორიები მეგრელებისთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია, რადგან დღესაც ბევრი თქმულება და ლეგენდა დაიარება ტყაშმაფას, იგივე ტყის დედოფალის შესახებ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება