სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„არ ასწავლოთ შვილს ხუთი ენა...“ - ქართველი ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებს
03-09-2018
-
+


 

კლინიკური ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, ფსიქოსინთეზის სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი  ირმა კვაჭაძე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გვერდზე - ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today ბავშვებისთვის საინტერესო ბლოგს აქვეყნებს. 

„ისწავლეთ არ იყოთ ხუთოსანი, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული. მიეცით თავს უფლება დაისვენოთ და იყოთ ის რაც ხართ. 

ბავშვსაც მივცეთ უფლება უბრალოდ იყოს, შეეშალოს. 

ემსახუროს არა მოთხოვებსა და ნორმებს არამედ თავის შთაგონებას და ტალანტს, შინაგან ძახილს, ბუნებრივ მოწოდებას.

ვასწავლოთ რომ არ იყოს არავინ საკუთარი თავის გარდა. „ხუთოსანი“ როლია. მისი თამაში ადვილია, უბრალოდ უნდა იყო ისეთი, როგორსაც შენგან მოითხოვენ სხვები, მასწავლებლები, უფროსები.

იყო საკუთარი თავი - ძნელია. 

მართალი ადამიანები აგებენ ბედნიერებთან მიმართებაში. ბედნიერება ცხოვრების ენერგიაა. ცხოვრება არ გვასწავლის მას, ის გვასწავლის რომ დრო მიფრინავს, ლოდი დევს, ზღვა ღელავს და შენ იცვლები. 

ბავშვი მომავლის გენერატორია, თქვენ კი მისი პირველი საფეხური, მისი საწვავი, მისი ათვლის წერტილი. არ გაურთულოდ სტარტი.

სოციალური მოთხოვნებზე მორგება შაბლონებს გვიმყარებს, მყიფე ჩარჩოებით. ვავიწროვებთ ხედვის არეალს და უარს ვამბობთ ჩვენში არსებულ პოტენციალზე, კრეატულობაზე, შემოქმედებითობასა და შესაბამისად თავისუფლებაზე, შეცდომის უფლებაზე.

ბავშვებს არ სჭირდებათ თავისუფლების სწავლა, რადგან ეს მათი ბიოლოგიური მდგომარეობაა. 
- მიეცით ბავშვს უფლება გადაადგილოს საკუთარ ოთახში ავეჯი, ისე როგორც უნდა, მომავალში კი შეცვლის სამყაროს. იქნება დიდი ცვლილებების იდეის ნაწილი.

- ჩაკიდეთ ხელი და წაიყვანეთ თქვენთან სამსახურში, აჩვენეთ თქვენი სამყარო, მაგიდა, კოლეგები. (თუ თქვენ სამუშაო ადგილზე ეს არ შეიძლება უბრალოდ დაფიქრდით, გინდათ ამ სიცარიელეში ყოფნა?)

- გაიცანით ბავშვის სამყარო. დაჯექით მის ოთახში იატაკზე, გამოკითხეთ ნახატებზე, ისტორიებზე, მეგობრებზე. დაწექით და ჭერში აიხედეთ, ილაპარაკეთ. თუ ბავშვი მოზრდილია წაიყვანეთ მინდორში, უყურედ ცას და ეს ცა უკვე სამუდამოდ თქვენია, თქვენ ხომ ის გაიყავით.

- არ მოახვიოთ თავს თქვენი ინტერესები, თქვენი წარმატებული პროექტები, თუ დიზაინერი ხართ არ ასწავლოთ ხატვა. არც მუსიკა ასწავლოთ თუ მუსიკოსი ხართ, მას ხომ ერთადერთი შანსი აქვს იყოს ის ვინც არის, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის გამეორებას.

- ასწავლეთ სიყვარული, მოუყევით თქვენ სიყვარულზე. ასწავლეთ ისიც რომ სიყვარული ზოგჯერ მტკივნეულია, რომ აუცილებელია ისწავლოს პატიება, რომ უყვარდეს „მიუხედავად" "მაგრამ“ ის გარეშე.

- მიეცით უფლება გავიდეს ეზოში ფერადი ცარცების ყუთით და დაურიგოს სხვებს. დახატოს, დაწეროს, თქვენ კი უფროსების სხვა პლანეტიდან დააკვირდით როგორ ხდება თქვენი ბავშვი თავისი თავი, თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენ თვალწინ.

ასე ის ცხოვრობს ბედნიერად, იხსენებს ცარცს, მაგიდას, ცას, ავეჯს რომელსაც სულ ადგილს უცვლიდა თავის ოთახში - თავისით. 

ცვლიდა განათებას - სურვილის მიხედვით. კედლებიდან მომზირალ ნახატებს ასაკის მიხედვით. 

ცისარტყელა, პეპლები, ბარბები, მომღერლები, სასწავლო ცხრილები, მხატვრების ნახატები - ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ბედნიერება თავისუფლებაშია.

- არ ასწავლოთ იყოს გენიოსი. არ დააჩქაროთ, არ ასწავლოთ ხუთი ენა. დააკვირდით როგორ უყურებს თაროზე შემოლაგებულ წიგნებს, ჯერ დაბლიდან მაღლა, მერე ფეხისწვერებით წამოწეული, მოვა დრო და თავად მიწვდება თაროს, არ დაეხმაროთ ჩამოღებაში. მთავარია რომ თაროები ჰქონდეს. თავად მიწვდება.

ასწავლეთ საკუთარ თავს არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული, არ იყოთ ხუთოსანი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება