| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როდესაც პირველკლასელის სასკოლო ჩანთა, ტანსაცმელი და კანცელარია ნაყიდია, გვრჩება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - სამეცადინო ოთახის მოწყობა. etaloni.ge გთავაზობთ როგორ მოაწყოთ ისე, რომ სახლში მეცადინეობა ბავშვისთვის მოსახერხებელი და ეფექტური იყოს და ყველაფერთან ერთად ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
სამუშაო ზონის მოწყობის დროს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი: სამუშაო ადგილი უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვმა იქ მეცადინეობა მოისურვოს. მას აზრი ჰკითხეთ ან საყიდლებზე ერთად წადით: უნდა ლურჯი მაგიდა, უყიდეთ ლურჯი.
სამუშაო ადგილი მოაწყვეთ სკოლაში მისი წავლის პირველი დღიდან, მაშინაც თუ ბავშვი ჯერ არ წერს.

მაშინაც კი თუ პირველკლასელს პირველ თვეებში საშინაო დავალებას არ აძლევენ, მისი სამუშაო ადგილის მოწყობაზე სწავლის დაწყების პირველი დღიდანვე უნდა იზრუნოთ. მნიშვნელოვანია მას ესმოდეს: აქ მე ვჭამ, აქ მულტფილმებს ვუყურებ, აქ კი გაკვეთილებს ვამზადებ. ასე ბავშვი გაიაზრებს როდის არის სწავლის დრო და როდის შეიძლება დამსახურებულად დასვენება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი წესიდან გამონაკლისი არსებობს. მაგალითად, ბავშვს შეუძლია ზეპირი ამოცანები დივანზე მჯდარმა შეასრულოს. საკითხავი დავალება კი - დედასთან სამზარეულოში. ამასთან, დედას შეუძლია შვილს შეცდომები შეუსწოროს. წერითი დავალებების შემთხვევაში კი ასეთი გამონაკლისები არ ვრცელდება, რადგან არსებობს სკოლიოზით დაავადების რისკი არსებობს.
ზოგადად, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საკუთარი მაგიდა, სკამი და საწოლი - ის ნივთებია, რომლის სრულუფლებიან და ერთადერთ პარტონად გრძნობს ბავშვი თავს. ხდება ისეც, რომ ბავშვს ოთახის გაყოფა ძმებთან ან დებთან და უფროსებთანაც კი უწევს. ასეთ შემთხვევაში მას საერთო ფართობში ადგილი უნდა გამოუყოთ, მინიმუმ მაგიდა, საწოლი და ტუმბო მაინც. ოთახის დაყოფა შეიძლება კარადის ან თაროების საშუალებით. მთავარია, მოითათბირეთ მასთან მისთვის როგორ უფრო კომფორტულია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ!
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად