სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

მენიუ, ფორმები, ტრანსპორტირება - მშობელთა რა სურვილებს ითვალისწინებენ კერძო სკოლების დირექტორები
21-08-2018
-
+


კერძო სკოლები მშობლებს სწავლის მაღალი ხარისხის გარდა, დამატებით სერვისებსაც სთავაზობენ, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული. Etaloni.ge დაინტერესდა, მშობელთა რა სურვილები გაითვალისწინეს კერძო სკოლების დირექტორებმა შინაგანაწესის შედგენისას.

კერძო სკოლა „დავითიანი - მარინა გორშკოვა“, დირექტორი მარინა გორშკოვა (ბოლნისი): ჩვენი წესების მიხედვით, რომელიც მშობლებთან შეთანხმებით ჩამოყალიბდა, მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონები არ აქვთ, მათ მხოლოდ შესვენებებზე შეუძლიათ ნახონ ვინმემ დაურეკა თუ მისწერა; ასევე, დღის ბოლოს მშობლებს ელექტრონულად ვუგზავნით კომენტარებს, თუ როგორ იქცეოდნენ მათი შვილები სკოლაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლებს კვირაში ერთხელ, ნებისმიერ დღეს შეუძლიათ მოვიდნენ და ნახონ შვილები რას აკეთებენ. ბოლოსკენ, მშობლებთან შეთანხმებით დავგეგმეთ შემდეგი სერვისი-კვირაში ერთი დღე ჩავრთოთ „ვაიბერი“ და ონლაინ რეჟიმში ვანახოთ როგორ პასუხობს გაკვეთილს მისი შვილი. იგივე სერვისი გვაქვს ვიდეოს ჩაწერით (და არა ონლაინ-რეჟიმში).  ეს იმიტომ, რომ მოსწავლემ არ განიცადოს ის, რომ მისი მშობელი გაკვეთილს ესწრება. ეს უფრო დაწყებით კლასებში ხდება.

კერძო სკოლა „ივერია“ დირექტორი ნინო გერგიძე (თბილისი): მშობლები, ძირითადად, დისციპლინას ითხოვენ. სურთ, რომ მათმა შვილებმა სკოლის ტერიტორია არ დატოვონ. მობილურები, რა თქმა უნდა, ჩამოერთმევათ მოსწავლეებს და დღის ბოლოს უბრუნდებათ. ტრანსპორტიც გვემსახურება, ზოგიერთ მშობელს კი აქვს მოთხოვნა, რომ კონკრეტულად სახლის კარამდე მივიყვანოთ მოსწავლე, რაც ასევე, სრულდება. გვაქვს მშობლებისა და მოსწავლეების კითხვარი, რომელთა შევსებითაც მოთხოვნებს თუ შეკითხვებს ვარეგულირებთ. თავიდან სასკოლო ფორმებიც გვქონდა, მაგრამ მშობელთა მოთხოვნა გავითვალისწინეთ და მოსწავლეებს თავისუფლად ჩაცმა შეუძლიათ.

კერძო სკოლა „რუსთველი“, დირექტორი ზაირა კიკნაველიძე (რუსთავი): ყოველი სემესტრის ბოლოს მშობლებს ვხვდები და მათ მოსაზრებებს ვისმენ - რა სურთ. მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. მაგალითად, სურდათ სასკოლო ფორმები გვქონოდა და წელს ესეც დავამკვიდრეთ. სურთ მეტი შეჯიბრი თუ კონკურსი სასწავლო პროცესში. ვითვალისწინებთ მათ ხედვას მენიუსთან დაკავშირებით.  ყოველ პარასკევს კი ყველა მშობელი იღებს შეფასებას ჩანაწერის სახით, თუ როგორი შედეგი ჰქონდათ მოსწავლეებს. სკოლაში ტარდება უამრავი შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობა, რომელთაგან ნაწილი სწორედ მშობლების სურვილის მიხედვითაა ადაპტირებული.

კერძო სკოლა „ჰელიოსი“, დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე (თბილისი): მშობლის მოთხოვნებს აუცილებლად ვითვალისწინებთ, თუ ეს ზომიერების ფარგლებშია. მობილურების შეტანაზე შეზღუდვა დირექციის ინიციატივა იყო და მოსწავლეებს სკოლაში მათი გამოყენება არ შეუძლიათ. მშობლებს ჰქონდათ სურვილი, სახლიდან გამოეტანებინათ შვილებისთვის საკვები. ჩვენ კატეგორიულ უარზე ვიყავით, რადგან ჩვენ ვერ ვაგებდით პასუხს იმაზე, რა პროდუქტი შემოვიდოდა და მოჰყვებოდა თუ არა შესაძლო გართულებები. შედეგად, ყველა ბავშვი არაჩვეულებრივად იკვებება იმ საკვებით, რასაც ჩვენ ვამზადებთ. მშობლებიც აღფრთოვანებულები არიან - მათი შვილები სახლში წვნიანს რომ არ მიირთმევდნენ, ჩვენთან უარს არ ამბობენ. ასევე, იმ მშობლების შვილებს, რომლებიც გვიანობამდე არიან სამსახურში, სკოლაში ვიტოვებთ და ვართობთ.

კერძო სკოლა „განათლება“, დირექტორი ქეთევან გოშხეთელიანი (ბათუმი): მშობელთა სურვილით, გახანგრძლივებული ჯგუფიც გვაქვს, რომელიც მოსწავლეებს  შემდეგი მიზნებისთვის ემსახურება: მეორე დღის გაკვეთილები მოამზადონ და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ (კინოფილმის ნახვა-განხილვა, თამაშები და ა.შ). შესაბამისად, მშობელს სამსახურის პარალელურად შეუძლია შვილი უსაფრთხო გარემოში ჰყავდეს, სადაც მოსწავლე დამატებით შემეცნებით ღონისძიებებში ერთვება. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ბავშვის კვება.  დღის ბოლოს კი, ასევე სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა ტრანსპორტირება ხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება