სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლა სკოლას დაემსგავსება და ბავშვი - ბავშვს“ - დირექტორები სასკოლო ფორმებზე საუბრობენ
13-08-2018
-
+


უნდა იყოს თუ არა სკოლაში ფორმები, რას ცვლის მოსწავლეების ჩაცმულობა სასწავლო პროცესში? - Etaloni.ge ამ კითხვებით საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, მშობელთა ნაწილსაც მოსწონს სასკოლო ფორმები, შესაბამისად, რამდენიმე სასწავლებელი მათ შემოღებაზე უარს არ იტყოდა. 

აზიზკენდის სკოლის დირექტორი ზაბილ გოჯაევი: სასკოლო ფორმები მომწონს, რადგან მოსწავლეები თავს ერთნაირად იგრძნობენ. ჯობს ამგვარი რამ სახელმწიფომ შემოიღოს და მანვე დააფინანსოს ფორმები. ჩემი მოსწავლეობისას ლურჯი და შავი ფერის ფორმები გვეცვა და კარგი იყო ნამდვილად.

აზმანის სკოლის დირექტორი გოჩა კახაძე: მომწონს სასკოლო ფორმები, რადგან ამ შემთხვევაში მოსწავლეებს შორის განსხვავება აღარ იქნება და მათ სწავლის მეტი მოტივაცია მიეცემათ. თუ ერთ მოსწავლეს კარგად აცვია და მეორეს არა, ბუნებრივია ის იჩაგრება.  ჩემი მოსწავლეობის დროს ფორმები გვეცვა და ეს კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონს ფორმები, მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბავშვების თავისუფლებას შეზღუდავს. კარგი იქნება თუ ფორმა სავალდებულო გახდება. 

ჭობისხევის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან არდაზიშვილი: ძალიან მომწონს სასკოლო ფორმები. ამით მოსწავლეები სკოლას უკეთ წარმოაჩენენ. თუმცა ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თავად არ შეგვიძლია ბავშვებს ფორმები მივაწოდოთ, მშობლები კი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ფინანსების გამო იკავებენ თავს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე არ გვაქვს სკოლაში ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ძალიან მომწონს. 

ქეშალოს სკოლის დირექტორი ბინალი ალიევი: ადრე ამ თემაზე ვფიქრობდით კიდეც, რადგან მომწონს სასკოლო ფორმების იდეა. სკოლა სკოლას დაემსგავსება და ბავშვი - ბავშვს. ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ ამას, რადგან სკოლას ბიუჯეტი არ აქვს და უჭირს ფორმების შეძენა. გვინდა ეს გამოგვივიდეს და ალბათ, მივაღწევთ კიდეც, მითუმეტეს, რომ მშობლებს და მოსწავლეებს მოსწონთ ეს იდეა. მე როცა მოსწავლე ვიყავი, ფორმა გვეცვა და ეს სავალდებულო იყო. ადრე, 90-იან წლებში ჩემს სკოლაში ფორმა არსებობდა, თუმცა შემდეგ მშობლებმა თქვეს მასზე უარი. 

ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე: სასკოლო ფორმები ძალიან კარგია, რადგან ასეთ დროს ყველას ერთნაირიად აცვია და სხვაობა არ არის. ჩემი მოსწავლეობის პერიოდშიც იყო ფორმები -ლურჯი შარვალ-კოსტუმი და პერანგი. თუმცა სკოლას დღეს არ შეუძლია ფორმები სავალდებულო გახადოს, რადგან მეტი თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობაა. ჩვენი მოსწავლეების მშობლების ნაწილს მოსწონს ფორმები, ზოგი კი ფინანსებს უფრთხილდება, ან ბავშვის თავისუფლებაზე ფიქრობს, ამიტომ, უარს ამბობს ფორმებზე. 

ვახტანგისის N1 სკოლის დირექტორი ლალი ონიანი: ძალიან კარგი იქნება ფორმები თუ დაბრუნდება სკოლაში, მაღალ კლასებში თუ არა, უმცროსკლასელებში მაინც. მშობლებიც არ ამბობენ უარს. კარგი იქნება თითოეულ სკოლას თავისი ფორმა ჰქონდეს და ამით გამოირჩეოდეს. თუმცა ფორმების შეკერვა რთულია, მშობელთა ნაწილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო უარს ამბობს ფორმებზე. ჩემი მოსწავლეობის დროს კარგი ფორმები გვქონდა, ახლაც მაქვს იმდროინდელი ფოტოები. 

ქვედა ნაგვაზაოს სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა: ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს და მე არ ვიქნები წინააღმდეგი. თუმცა ფორმები ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსებთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ოჯახებს უჭირთ ორი ფორმის-ზაფხულის და ზამთრის სამოსის შეკერვა. ფინანსურის გარდა, ზოგს არ უნდა, რადგან ამბობს, რომ ბავშვი თავისუფლად ვერ იგრძნობს თავს და შეიზღუდება. მე კი ვფიქრობ, რომ ფორმა სკოლას წარმოაჩენს და მოსწავლე ამით უნდა ამაყობდეს. ჩემს დროს ლურჯი ფერები იყო სასკოლო ფორმაში. დღეს შეიძლება მისი ფორმა დაიხვეწოს და მოსწავლის აზრიც იყოს გათვალისწინებული. 

ბათუმის N7 სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე: სასკოლო ფორმა აუცილებელია. ძალიან კარგი იდეაა. ყველა მშობელს ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს და როცა ბავშვები თანაბრად იქნებიან ჩაცმული, გარკვეულ კომპლექსებს აღარ დაიმატებენ. სხვათაშორის, კვლევა ჩავატარე ამ თემასთან დაკავშირებით სკოლაში და შედეგად მივიღეთ ის, რომ მე-7-მე-12 კლასების მშობლები და მოსწავლეები თანახმა არიან ფორმები ატარონ. მაგრამ გაჩნდა შემდეგი წინააღმდეგობა-კანონის მიხედვით, თუ ბავშვი სოციალურად დაუცველია და სკოლა ავალდებულებს, რომ ფორმა ჩაიცვას, სკოლამვე უნდა შეუძინოს ეს ფორმა. ჩვენ სკოლაში კი ბევრი აღმოჩნდებოდა ამგვარი და ამხელა თანხის გაღება სკოლას არ შეეძლო. კარგი იქნება, რომ სავალდებულო გახდეს მოსწავლის სკოლაში ფორმით სიარული. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ყველას ერთნაირად გვეცვა. 

ეკის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სიჭინავა: სასკოლო ფორმებს მივესალმები. მოსწავლეების სოციალურ პრობლემებს დაფარავას, გაათანაბრებს და დააბალანსებს. ასევე, ბავშვები შეუსაბამოდ ჩაცმულნი დადიან, ამიტომ სასურველია ფორმები. მშობლების ნაწილს არ მოსწონს ფორმები, ამბობენ, რომ მათ გოგონებს ჯინსები უფრო პრაქტიკულად მიაჩნიათ. თუმცა ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან დაწყებით კლასებში მაინც დავნერგოთ ეს წესი. ჩემი მოსწავლეობის დროს გვეცვა კაბები, თეთრი პერანგები და ამ ფორმით გავატარეთ მთელი სკოლა, რაც ცუდად არ მახსენდება. მშობლებსაც ძვირი უჯდებათ სხვადასხვა სამოსის შეძენა და ფორმები შესაბამისად უფრო იაფი გამოდის. 

გორისის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ჭიღლაძე: მე კი მომწონს, მაგრამ რთული დასანერგია. ბავშვებს, განსაკუთრებით უფროსკლასებში, ეს იდეა არ მოსწონთ. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სხვადასხვანაირი ფორმა გვქონდა. 

ცხამის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გულიაშვილი: დღეს სოციალური განსხვავება ძალიან დიდია, ზოგს საშუალება არ აქვს თავისი შვილი სკოლაში სხვადასხვა სამოსით ატაროს, სწორედ ამიტომ ფორმები სასურველია, თუმცა მშობლების ნაწილს ეს არ სურს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება