სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები საყვარელ ფილმებს ასახელებენ
06-08-2018
-
+


ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ ტელევიზორთან ჯდომა და საყვარელი ფილმების ყურება განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

Etaloni.ge გთავაზობთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების კომენტარებს, სადაც ისინი თავიანთ საყვარელ ქართულ ფილმებს ასახელებენ: 

მელეს საჯარო სკოლის დირექტორი ვასო ავალიანი: 

„ზოგადად, ქართული ფილმები ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი მსახიობია ოთარ მეღვინეთუხუცესი. ძალიან მომწონს მისი შესრულებული დათა თუთაშხია და სწორედ ამ ფილმების სერიას დავასახელებ ჩემს საყვარელ ფილმად“. 

ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან პატარაია: 


„ჩემი საყვარელი პერსონაჟია დათა თუთაშხია და ფილმიც, შესაბამისად. ძალიან დიდი სიბრძნეა ამ ფილმში. გამორჩეულად მიყვარს ელდარ შენგელაია და მისი „ცისფერი მთები“. სიამოვნებით ვუყურებ ყოველთვის ქართულ ფილმებს.“ 

აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიჭინავა: 

„ჩემი საყვარელი რეჟისორი ელდარ შენგელაია, ფილმი „დათა თუთაშხია“ და „მონანიება“, ხოლო მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ ქართულ ფილმებს ვუყურო. არასდროს მბეზრდება ლეგანდარული და დაუვიწყარი ფილმების ნახვა.“ 

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე: 

„ძალიან მიყვარს „დიდოსტატის მარჯვენა“, ფილმიც და წიგნიც, ჩემი საყვარელი პერსონაჟია მეფე გიორგი, საყვარელი ფილმი კი „ფესვები“. გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ვცდილობ ვუყურო ქართულ ფილმებს. ეს დიდი განტვირთვაა.“ 

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგენიძე: 

„ძალიან ხშირად ვუყურებ „მონანიებას“ და „დათა თუთაშხიას“. არასდროს მბეზრდება ეს ფილმები. ჩემი საყვარელი რეჟისორი კი რეზო ჩხეიძეა. ეს ადამიანი შედევრებს ქმნიდა.“

ჩარდახის საჯარო სკოლის დირექტორი მანია ქასოშვილი: 

„ჩემი საყვარელი ფილმია თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“, ხოლო მსახიობი კახი კავსაძე, რომელმაც ამ ფილმში შესრულებული იორამის როლით დამამახსოვრა თავი. საოცარი სცენები და კადრებია ფილმში.“

კოხნარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ახალაძე: 

„ჩემი საყვარელი ფილმებია „მონანიება“, „დათა თუთაშხია“. ამ ფილმებს თავიანთი სიბრძნით გამოვარჩევდი. საყვარელი პერსონაჟია მარიტა, საყვარელი მსახიობები კი თენგიზ არჩვაძე და მედეა ჯაფარიძე“. 

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი: 

„ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე და მისი ნაწარმოებები, შესაბამისად, ჩემი საყვარელი ფილმი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ვუყურებ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. არასდროს მომბეზრდება ამ ფილმის ყურება.“

დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი: 

„საყვარელი მსახიობების ჩამოთვლით დავიწყებ, ესენი არიან: თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და მერაბ ნინიძე, საყვარელი ფილმი კი - „დათა თუთაშხიაა“. ზოგადად, გამორჩეულად მიყვარს ქართული ფილმები.“

უჯარმის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო დათუნაშვილი: 

„ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი და მსახიობი მყავს, მაგრამ გამორჩეულად მიყვარს „დიდოსტატის მარჯვენა“, „როცა აყვავდა ნუში“, „მანდარინები“. პერსონაჟებიდან მომწონს მეფე გიორგი და შორენა, ხოლო მსახიობებიდან ზურა და გიორგი ყიფშიძეები“. 

მზისგულის(ბოგდანოვკის) საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ჩალათაშვილი: 

„ჩემი საყვარელი ფილმებია „ბაში-აჩუკი“ და „დათა თუთაშხია“, მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი, ოთარ კობერიძე, თენგიზ არჩვაძე, ხოლო პერსონაჟებიდან განსაკუთრებულად მომწონს დათა თუთაშხია“. 

დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე: 

„ჩემი საყვარელი ფილმებია „ცისფერი მთები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და დათა თუთაშხია“, საყვარელი მსახიობი კი - ოთარ მეღვინეთუხუცესი“. ქართული ფილმების ნახვა ნამდვილად დიდი განტვირთვაა.“

შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კანანაძე: 

„ძველი ფილმები მომწონს ძალიან, ძველი ქართული კინოს წარმომადგენლებიდან კი განსაკუთრებით მიყვარს გივი ბერიკაშვილი, ხოლო ფილმებიდან „ბაში-აჩუკი“. ქართული ფილმების ყურება არასდროს მომბეზრდება.“ 

ვალეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე: 


„ჩემი საყვარელი ფილმი და პერსონაჟია „დათა თუთაშხია“. რატომღაც მგონია, რომ ამ გმირის პირით გაჟღერებული ფრაზები დიდი სიბრძნეა, ის ყველაზე კარგად აფასებს სიტუაციას, მსჯელობს აქტუალურ თემებზე, რომლებიც ახლაც გვაწუხებს და თავისი ხალხის ყოფისა და ცხოვრების გამოსწორებას ცდილობს“.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გამოქვეყნდა

ელჟურნალის მუშაობის ვადებზე ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - emis

სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა 13 ათასამდე შემცირდა - საჯარო სკოლებს 10 614 პედაგოგი გამოაკლდა

ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 3-ნაწილიანი ტესტირება

26/26 - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წელი გავიდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ახალი მეგობრები, ახალი გარემო, პირველი გაკვეთილები, პირველი წარმატებები...

„პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“ - ლაითურის საჯარო სკოლამ პირველკლასელები გააცილა

საინტერესო იყო ერთ-ერთი მოსწავლის - ანი გიგაურის პრეზენტაცია
 
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება