| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გივიმ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულიდან 74 ქულა დააგროვა; ზოგად უნარებში - 80 - დან 71 ქულა; ხოლო ინგლისურ ენაში, რომლის ზღვარი 90 ქულას შეადგენდა, გივი მდინარაძემ 86 ქულა დაიმსახურა.
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ამაყია გივისა და სხვა კურსდამთავრებულების წარმატებით:
„წელს ძალიან ძლიერი გამოშვება ჰყავდა ჩვენს სკოლას. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა, ერთობლივი მუშაობით, საუკეთესო შედეგებზე გასვლა შევძელით. 9 მედალოსანი გვყავდა და ცხრავემ გაამართლა. რაც შეეხება გივის, ძალიან ინტერესიანი ახალგაზრდაა, კარგი პიროვნება, ერუდირებული. მრავალი ინტელექტუალური თამაში აქვს მოწყობილი სკოლაში და თავად „ეტალონის“ გამორჩეული მონაწილე იყო, რაც საამაყოა.“
გივი მდინარაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სურს ჩაბარება. მისი თქმით, მიღებული შედეგები გაწეული შრომის შესაბამისია:
„შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, მთელი წლის განმავლობაში კარგად ვემზადებოდი და რომ არა მექანიკური, დაუფიქრებელი შეცდომები უკეთეს ქულებსაც ავიღებდი. სხვათა შორის, „ეტალონში“ მიღებული გამოცდილება გამოცდებზე ძალიან დამეხმარა. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატზე ექსტრემალურ პირობებში საკუთარი ცოდნის გამოვლენა ვისწავლე, მეტად თავდაჯერებული გავხდი და გამოცდებზეც უფრო თამამად გავედი.“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა