სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

„ამ მიწას საოცარი სურნელი ასდის“- კეხიჯვარის საჯარო სკოლის პედაგოგი Etaloni.ge-ს საზაფხულო მეგზური ხდება
02-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით აქტივობას კეხიჯვარის საჯარო სკოლა კრეატიულად უერთდება. ინიციატივის ფარგლებში პირველად, საზაფხულო მეგზურად პედაგოგი მაკა ზაკუტაშვილი გვევლინება.

„ამ მიწას საოცარი სურნელი ასდის, სურნელი დიდი მარადიული სიყვარულისა“, - მასწავლებელი ძამას ხეობაზე საუბარს ამ სიტყვებით იწყებს.

მისი თქმით, ძამა შიდა ქართლის ერთერთი ულამაზესი და ნაყოფიერი ხეობაა, მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ისტორიულ - არქიტექტურული ძეგლებით გამორჩეული.

თხრობა ქოზიფას მამათა მონასტრის ისტორიით იწყება.

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონ სოფელ ტყემლოვანაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზ.დ.1420მ-ზე მდებარეობს.

კომპლექსი 5 ეკლესიას მოიცავს და მონასტრული ცხოვრება VI-VII ს-დან იღებს სათავეს. სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე წმ.გიორგი ქოზიფელის მონასტრიდანაა გადმოღებული.

ტაძართა შორის ყველაძე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაა, ამის შესახებ იასონ ციციშვილი წერს: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს, არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლად საქართველოში მოიძებნოს“.




მაკა ზაკუტაშვილი მოგზაურობას ისტორიულ ქალაქ მძოვრეთში აგრძელებს.

მძოვრეთი მდებაროებს ძამის ხეობაში ზ.დ.850მ-ზე. ხალხური გადმოცემით, სახელწოდება წარმოშობილია მზვარეთისააგან ე.ი.მზიანი ადგილისგან.

ციხე აშენებულია მაღალი მთის კლდოვან ადგილზე, იგი შორიდანაც კარგად მოსჩანს და მთელს ხეობას გადასცქერის.


იხილეთ სხვა ღირსშესანიშნაობების ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება