სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

რეპორტაჟი წარმოშობით რუსი, სულით ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმიდან - იმოგზაურეთ Etaloni.ge-სთან ერთად
25-07-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით აქტივობას მრავალი მოსწავლე უერთდება.

ამჯერად მერვეკლასელი ნატო მამადაშვილი საზაფხულო მეგზურობას დედულეთში გაგიწევთ: 

„მინდა, ჩემი დედულეთის, ულამაზესი ბაღდათის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობაზე გიამბოთ. ეს გახლავთ ქალაქის ცენტრში მდებარე სახლ-მუზეუმი, რომელშიც რუსი პოეტი - ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი ცხოვრობდა.

1893 წელს მეტყევის ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. დედა წარმოშობით კაზაკი გახლდათ. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის სახელმწიფო გიმნაზიაში შევიდა. მოგვიანებით კი სწავლა რუსეთში განაგრძო. ის თავს ქართველად თვლიდა, ამბობდა, როდესაც პირველად ფეხი დავდგი კავკასიის ამ მადლიან მიწაზე, მაშინვე მივხდი რომ ქართველი ვარო. მაიაკოვსკი ბაღდათშიც ძალიან უყვართ. მისი ბავშვობის საცხოვრებელს დიდი მოწიწებით უფრთხილდებიან. მის პატივსაცემად ცენტრალურ მოედანზე ძეგლია აღმართული, რომელიც თითქოსდა, სტუმრებს ეპატიჟება. ჯერ კიდევ ხელუხლებლადაა შემორჩენილი მისი პირველი აკვანი, პორტრეტები, მოგზაურობების ჩანაწერები, ბავშვობის ნივთები და მაიაკოვსკის შემოქმედება. მუზეუმში ფეხის შედგმისთანავე იძირები წარსულის მორევში და შენც იმ ეპოქის ნაწილი ხდები.  

ყველას გირჩევთ, ბაღდათში ჩასვლისთანავე ესტუმროთ ამ უნიკალურ მუზეუმს და თქვენც გაეცნოთ წარმოშობით რუსი, მაგრამ სულით ქართველი პოეტის ისტორიასა და ბავშვობის მოგონებებს.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება