| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის რესურსცენტრის უფროსის ქეთევან შეყრილაძის თქმით, თერჯოლაში ჩატარებული ‘’ეტალონი’’ ძალიან შთამბეჭდავი იყო და მოსწავლეებმაც გაამართლეს მათი იმედები:
„შთამბეჭდავი დღე იყო გუშინ. ძალიან ბევრი, 73 მოსწავლე მონაწილებდა ამ შეჯიბრში. ვღელავდით რამდენად ღირსეული მონაწილეები იყვნენ, მაგრამ მათ გაამართლეს ჩვენი იმედები, შედეგებმა დაადასტურა, რომ ისინი ნამდვილად ღირსეულები იყვნენ. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ბავშვები ასე კარგად აზროვნებენ, ასეთი ინტელექტუალები არიან. მოხარულები ვიქნებით თუ ეს პროექტი იარსებებს, გაგრძელდება და ისევ თუ დაბრუნდება მედია სივრცეში. თერჯოლა კი ყოველთვის აქტიურად მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას.“
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეების სწავლის დონით ძალიან კმაყოფილები არიან:
„ჩვენთვის ეს შეჯიბრი უცხო არ არის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჩართულობა საკმარისი დოზით იყო. ყველაზე კარგი ის იყო, რომ თერჯოლა ყველაზე მაღალშედეგიანი აღმოჩნდა. ყველა სკოლიდან 73 მოსწავლე იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ სწავლის დონით, ეს ძალიან გვახარებს. რაც შეეხება ''ეტალონს'', ეს არის მოტივაციის წყარო. ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ამ პროექტს ჩვენს მუნიციპალიტეტში.“
საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ ჩუბინიძის თქმით, ''ეტალონი'' არის წარმატებული პროექტი:
„ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დატოვა ''ეტალონმა''. ეს არის წარმატებული პროექტი. ძალიან დიდი ძალა და ენერგია არის ჩადებული ამ პროექტში. ბატონ გოჩას აქვს გაკეთებული ასეთი სამადლო საქმე. საერთოდ ეს პროექტი მიმდინარეობს უწმინდესის კურთხევით და მისასალმებელია ასეთი პროექტი რომ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგია, რომ ამდენი ნიჭიერი და კარგი ადამიანი გვყავს. ‘’მიეცით ნიჭსა გზა ფართო’’ - სწორედ ამის გამოძახილია ‘’ეტალონი’’. ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან იყოჩაღეს. თერჯოლელებმა ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს და ასევე, ბატონ გოჩას. ისეთი ეფექტური, როგორიც არის ’’ეტალონი’’ ჩვენს ქვეყანაში პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი.“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სოფიო ბუსკივაძის თქმით, მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს:
„ეტალონი’’ ძალიან წარმატებული პროექტია, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა. მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს, საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. მონაწილეებიც და მაყურებლებიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ, რადგან ჩატარდა სპორტის სასახლეში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისათვის, რომ ბავშვმა თავისი ცოდნის რეალიზება მოახდინოს და სტიმული მიეცეს მას კარგი სწავლისთვის, კარგი მომავლისთვის. მოსწავლეს ეძლევა საშულება გამოავლინოს თავისი თავი და გაიცნოს იგი არა მარტო საქართველომ, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა.“
''თერჯოლის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გაგა აბულაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
გაცდენების გამო გამოცდებზე რეგისტრაცია 29 მაისს დასრულდა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა
ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ
სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა