სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სინდი შერმანი - ფოტოგრაფი, რომელიც მოდელად საკუთარ თავს იყენებს
07-09-2016
-
+


უკანსკნელი 30 წლის მანძილზე კალიფორნიელი ფოტოგრაფი სინდი შერმანი საკუთარ თავს იღებს. თუმცა ეს არ არის ავტოპორტრეტების სერია. შერმანი საკუთარ თავს მოდელად იყენებს და საკუთარ შემოქმედებას თანამედროვე სამყაროში ქალის როლის და შემოქმედის როლის ერთგვარ კვლევაზე აწყობს. 

"საკმაოდ კარგ ფერწერულ ასლებს ვაკეთებდი. არ მქონდა ჩამოყალიბებული იდეა იმაზე, თუ რისი გაკეთება მინდოდა ფერწერაში. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ვუთხარი ჩემს თავს: რატომ ვკარგავ დროს ფერწერული ასლების კეთებაზე, როდესაც შემიძლია გამოვიყენო ფოტოაპარატი?" 

სინდი შერმანმა ფოტოგრაფიის შესწავლა და შემდეგ უკვე გადაღება დაიწყო. იგი ცნობილი ფერწერული ტილოების ერთგვარ რეპროდუქციას ახდენს და მოდელად კვლავ საკუთარ თავს იყენებს - პროტეზებით დეფორმირებული მისი სხეული ხელოვნების ისტორიაში ცნობილი შედევრების კომპოზიციაში არის მოთავსებული. 

ამით შერმანი, ერთის მხრივ, ცნობილი ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციასაც ახდენს და მეორე მხრივ, აქცენტს აკეთებს საკუთარ თავზე, როგორც მეოცე საუკუნის დასასრულის ხელოვანზე. 

ამ სერიის ინსპირაციის წყაროდ შერმანი ზოგადად მუზეუმებს აღიარებს; მიუხედავად იმისა, რომ იმასაც აღიარებს, რომ არ უყვარს სამუზეეუმო სივრცეები. "როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდი, რომში ვცხოვრობდი... თუმცა არც მუზეუმებში და არც ეკლესიებში დავდიოდი ფერწერული შედევრების სანახავად. იმ ტილოების შესასწავლად, რომლებიც შემდგომ ამ სერიისთვის გამოვიყენე, წიგნებს და რეპროდუქციებს ვიყენებდი... ფოტოგრაფიის ასპექტი, რომელსაც ყველაზე უფრო ვაფასებ სწორედ ის არის, რომ გამოსახულება შეიძლება რეპროდუქციას ექვემდებარება და მისი ნახვა ყველგან, ყოველთვის და ყველას შეუძლია ".

რთულია გაიგო, ამოიცნო, შეიცნო. ამას მხოლოდ გენიოსები ახერხებენ. გენიოსები ავლენენ შემეცნების გაუნელებელ წყურვილს. მათ შემოქმედებაში იგრძნობა მიღწეულით დაუკმაყოფილებლობა, მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ და უკვდავყოფისკენ.

იხ. ფოტოსურათები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება