სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სწავლა ონლაინ - მხიარული და შემეცნებითი გვერდები ბავშვებისთვის
14-07-2018
-
+


ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში თქვენს შვილებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა ვებსაიტებიდან. ისინი მათ განსახვავებულ და ასაკისთვის მორგებულ ამბებს აწვდიან. 

დღევანდელ სტატიაში Etaloni.ge გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ვებგვერდებს თქვენი შვილებისთვის, რომლებიც უფასო და რაც მთავარია, უსაფრთხოა: 

1. თითქმის ყველა მშობელი თანხმდება, რომ ვებგვერდი რომელსაც მათი შვილები ყველაზე ხშირად სტუმრობენ სწორედ PBSKids.org. აქ თავისუფლად შეგიძლიათ იმღეროთ, ითამაშოთ, დაახარისხოთ თამაშები, უყუროთ ვიდეოებს და ა.შ.

2. პატარებს განსაკუთრებით უყვართ Sesame Street's online home . მათ ამ ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ ისწავლონ ფერები, ასოები, ცხოველების ხმები, ლექსები, სიმღერები და სხვ.

3. უყურე ცხოველებს კამერაში, გაეცანი საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ, ნახე და გააზიარე ბუნების ფოტოები, წაიკითხე სხვადასხვა ქვეყნებზე და შენ თვითონ სცადე მეცნიერული ექსპერიმენტები. ამ ყველაფრისთვის კი არსებობს  National Geographic Kids website, რომელიც არა მხოლოდ პატარებს, არამედ დიდ მკვლევარებსაც დააინტერესებთ.

4. მხოლოდ ერთი ვიზიტი და თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ეს ვებგვერდი თქვენი შვილებისთვის. მათემატიკა, კითხვა, ონლაინ წიგნები და სასწავლო-შემეცნებითი თამაშები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რას შეხვდებით საიტზე Fun Brain.  გვერდი განკუთვნილია მერვე კლასამდე მოსწავლეებისთვის.

5. თამაშები, ტესტები და ცნობარები, მოგზაურობა წარსულში, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და ფაქტები და ეს ყველაფერი BBC History for Kids-ზე.

6. რისთვის გვჭირდება ხეები? არსებობენ მანათობელი თევზები? ვინ იმოგზაურა პრეზიდენტთან ერთად? ეს მხოლოდ მცირედია იმასთან შედარებით, რის გაგებასაც შეძლებენ თქვენი შვილები ვებგვერდზე  Discovery Channel's site. თამაშები, ფაზლები, სხვადასხვა აქტივობები და ტესტები თქვენი შვილების ცხოვრებას უფრო შემეცნებითს და მრავალფეროვანს გახდის.

7. გაიგე ყველაფერი ცხოველებზე, ქიმიაზე, გეოგრაფიაზე, ასტრონომიასა და პლანეტებზე KidsKnowIt.com-ზე. უყურე უფასო საგანმანათლებლო ფილმებს, მოუსმინე მუსიკას და წაიკითხე საინტერესო ფაქტები ყველაფერზე: მფრინავი თაგვებიდან დაწყებული ადამაინის სხეულის ნაწილებით დამთავრებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს აკაკი წერეთლისა და სხვა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების ხსოვნას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება