სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტი ვალდებულია NAEC-ში დოკუმენტები მიიტანოს - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის
30-04-2025
-
+


2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა აბიტურიენტმა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ირიცხება როგორც არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე, თუმცა სწავლობს  ნებისმიერი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასში, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ირიცხება დამამთავრებელ კლასში. 
 
დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა 28 აპრილიდან 15 მაისის 18:00 საათამდე. 
 
აღნიშნულ ვადაში უნდა მომართონ ცენტრს განაცხადით არადამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებმაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. მათ განაცხადს უნდა დაურთონ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 
 
მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია: 
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტი შესაძლებელია გაიცეს როგორც სკოლის, ისე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ; 
  • ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტს გასცემს შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
  • განაცხადები მიიღება  თბილისში   შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (ე. მინდელის ქუჩა N9), რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით. 
 
თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
 
იმ გამოსაცდელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება