სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში „იაკობ გოგებაშვილის კვირეული“ ჩატარდა
22-04-2025
-
+


ახალციხის N7 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა ახალციხის N7 საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ინგა ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო „იაკობ გოგებაშვილის კვირეული“, და როგორც სკოლაში გვიამბობენ, მასში „ჩაერთნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, აღმზრდელები“.

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა: წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე; შემდეგ მოეწყო ანბანის გაცილება; მესამე დღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მიმოიხილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ღონისძიების დასასრულს კი ჩატარდა „კითხვის საათი“.

ღონისძიება იყო სახალისო და საინტერესო - სასკოლო საზოგადოებამ ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქა მშობლიურ სკოლას.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება