სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბუეს საჯარო სკოლა „დედაენის დღეს“ მასშტაბური პროექტებით შეუერთდა
22-04-2025
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა საბუეს საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, დაწყებითი და ქართული ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა: ვიქტორინა - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, რომელშიც VII, IX, X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ასევე მოეწყო ესეების კონკურსი - VII, IX, X კლასელებს შორის; VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანი ნახატებით „შექმნეს“, ხოლო V კლასელებს შორის ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში.

VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური თხზულებები,  III კლასის მოსწავლეებმა კი დამსწრე საზოგადოებას მხატვრული ღონისძიება შესთავაზე სახელწოდებით - „დედაენა ერთია“.

ბავშვებმა ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფოს ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - 1978 წელს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.

მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო - ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14  აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.




იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება