სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა - რომელ საგანს აბარებს ყველაზე მეტი აპლიკანტი
22-04-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ყველაზე მეტი 19 ათასამდე აპლიკანტიისტორიას აბარებს მესამე სავალდებულო საგნად. 
 
  •  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  •  სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  •  საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
  • მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
 
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
 
  • ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია  2 300-მა  აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია  2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია  900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია  3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
 
გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება