სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართულო ენავ, დიდება შენდა!“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეების მრავალფეროვანი აქტივობები
17-04-2025
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საგანმანათლებლო პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.

ამის დასტურია ქართული ენის დღე - მნიშვნელოვან თარიღს ქუთაისის N38 საჯარო სკოლა შთამბეჭდავი აქტივობებით შეუერთდა.

ბავშვებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, დედაენის დღს მიუძღვნეს ესეები, თემატური ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და მშობლიურ სკოლას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

„ქუთაისის N38 საჯარო სკოლში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა ქართული ენის დღე -14 აპრილი. მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და ბროშურები (მ.კიკვაძე); მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებული ნაშრომების გამოფენა (ე.კიკვაძე); ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ესეები (მ.უჩაძე); ქართული ენის დღეს მიუძღვნეს გაკვეთილები პედაგოგებმა: ლ.მილორავამ და ნ. ფანჩულიძემ; V-3 კლასში რ. ბაბუნაშვილმა ჩაატარა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრული კითხვა. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები. აქტივობები დაგვირგვინდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „ქართულო ენავ, დიდება შენდა!“ღონისძიება VI-2 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს (ხელმძღვანელი: მ. კიკვაძე)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება