სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის უნდა გამოაცხოთ პასქა - შეიძლება თუ არა ნუგბარის წითელ პარასკევს მომზადება
16-04-2025
-
+


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ოჯახში სამზადისია - წითელ პარასკევს იღებება კვერცხი, ლაზარეს შაბათს ითესება ჯეჯილი, მაგრამ საინტერესოა, როდის უნდა გამოვაცხოთ პასქა? - გასაგებია, რომ პასქა რაც ახალია, მით უკეთესი, მაგრამ ირკვევა, რომ მის გამოცხობასაც განსაზღვრული დრო აქვს.

პასქა ვნების კვირაში უნდა გამოვაცხოთ, თუმცა საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეს უნდა მოხდეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. მორწმუნეები, ნუგბარის მოსამზადებლად ძირითადად ხუთშაბათს ირჩევენ და თუ ვერ მოასწარით, შეგიძლიათ პასქა დიდ შაბათსაც გამოაცხოთ, ოღონდ არავითარ შემთვევაში ამ საქმიანობისთვის წითელი პარასკევი არ უნდა შეარჩიოთ - ამ დღეს, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ კვერცხი იღებება. 

გთავაზობთ უგემრიელესი პასკის მარტივს რეცეპტს 

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

რძე - 250 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5
ფქვილი - 650-700
კარაქი - 200 გ
საფუარი - 10 გ
ქიშმიში და ცუკატები - 50 გ~
1 ლიმონის ცედრა
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი - გემოვნებით

მომზადების წესი და თანმიმდევრობა კი ასეთია:

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 200 გ ფქვილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი, ამ მასას შეაზილეთ დარბილებული კარაქიც. მიღებულ მასას დაუმატეთ საფუარიანი მასა, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დატოვეთ ამოფუებამდე.  ამის შემდეგ შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები. 

ცომი უნდა გადაიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში და კიდევ დატოვეთ ასაფუებლად. კარგად ამოფუების შემდეგ კი გამოაცხოთ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება