სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
16-04-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი მედეა ჩალაური ბლიც-ინტერვიუში საუბრობს, როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა, საჭიროა თუ არა საშინაო დავალება და როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა. პედაგოგი იმასაც ამბობს, რომ განათლება ქვეყნის განვითარების საფუძველია, შესაბამისად, მისი ნება რომ იყოს სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში მოსწავლეებს გამოცდას ჩაუტარებდა. 

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-სიყვარული და სამართლიანობა. დიდი ილია ჭავჭავაძის არ იყოს „თუ სამართლიანი და კაცთმოყვარე ხარ, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ“.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-იგი არის ადამიანის პიროვნული ზრდისა და ჩამოყალიბების უმთავრესი იარაღი, ქვეყნის განვითარების საფუძველი. დიდი აკაკი წერეთელი ამბობდა: „მხოლოდ განათლება არის წყარო ყოველგვარი ბედნიერებისა“ და ეს ნამდვილად ასეა.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-საშინაო დავალების არსებობა მოსწავლის ცხოვრებაში აუცილებელია,რადგან საშინაო დავალება ავლენს და ხელს უწყობს მოსწავლის სხვადასხვა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლინებას.ზრდის პასუხისმგებლობის ხარისხს.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ძალიან მიყვარდა: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, ბიოლოგია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-მასწავლებლად ავირჩევდი უზადოდ განათლებულს, გამორჩეულად ნიჭიერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ონკოლოგს, ინტენსისტს, სამედიცინო გენეტიკოსს, მოლეკულური ონკოლოგიის საერთაშორისო ექსპერტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პარიზის დეკარტეს უნივერსიტეტის პროფესორს და უბრალოდ მაგალითს ზეადამიანობისა და ქრისტიანული მრწამსის დამცველს ბატონ ალექსანდრე თავართქილაძეს.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...  

-მეტად ძლიერი, განათლებული და თავისუფალი მოაზროვნე მოსწავლეებითა და პედაგოგებით შემდგარი. რადგან ცოდნა ძალაა, ქვაკუთხედი ქვეყნის სიძლიერისა და განვითარებისა და როგორც დიდი ილია იტყოდა „ღონიერი და ჭირთა მძლევი არის ის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოუმართავს, ცოდნით აუყვავებია“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება