სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ისგ-ს ჯგუფის სხდომები შაბლონურია, სასწავლო გეგმა კი არ შეესაბამება სტანდარტს - რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში
10-04-2025
-
+


სახალხო დამცველის რესურსსკოლების მონიტორინგის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გეგმები არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი. ისგ-ს  გუნდის შეხვედრები კი არ ტარდება საჭირო პერიოდულობით, რაც აზიანებს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს; ჯგუფის სხდომის ოქმები შაბლონურია.

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ყველა სკოლაში შემუშავებულია ბრძანება ისგ ჯგუფის შექმნის შესახებ თითოეულ მოსწავლეზე. სკოლათა უმეტესობაში ისგ ჯგუფი იკრიბება დადგენილი მინიმუმის შესაბამისად ან საჭიროებისამებრ და დგება შეხვედრის ოქმები.  

შემოწმებამ გამოავლინა, რომ ნაკლებია ისგ ჯგუფის შეხვედრებში მშობელთა ჩართულობა. ზოგიერთი მშობელი საერთოდ არ მონაწილეობს გუნდის საქმიანობაში.  შეხვედრის ოქმების ანალიზმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა სკოლაში, ისგ ჯგუფის სხდომის ოქმები შაბლონურია და დეტალურად არ არის განხილული კონკრეტული სსსმ მოსწავლის სწავლის მიმდინარეობის პროცესი. ასევე არ არის გადმოცემული შეხვედრაში მონაწილე ყველა პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება და არ ჩანს მოსწავლესთან მუშაობის დინამიკა, არსებული საჭიროებები თუ სირთულეები.

ისგ-ს შემუშავების ჭრილში სკოლებში დამკვიდრებულია არაერთგვაროვანი პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სკოლათა უმეტესობაში ყველა მოსწავლისთვის არის შემუშავებული, სკოლათა ნაწილში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისთვისაა შედგენილი. ზოგ შემთხვევაში,  კონკრეტული მოსწავლის ისგ არ არის შედგენილი ყველა საგანში. მონიტორინგმა ცხადყო, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა სკოლათა ნაწილისთვის რთულია.

სკოლების გარკვეულ ნაწილში ინდივიდუალური სასწავლო გეგმები კვლავ მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით  და ძველ ფორმებში იწარმოება.

ცალკეული სკოლების მიერ წარმოდგენილი ისგ-ს ნაწილი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით არის წარმოებული. თუმცა, გეგმათა ნაწილში (დასახელებული და სხვა სკოლების შემთხვევებში) ხშირად არის დარღვეული ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ისინი არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში განსაზღვრული. საგნობრივ შეფასებებში, მოსწავლის ზოგიერთი უნარის შესახებ, მოიცავს მწირ და ზოგადი ხასიათის ინფორმაციას. რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებს, ისინი წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე თემაზე. ხოლო განსახორციელებელი აქტივობები არ არის მრავალფეროვანი და მულტიმოდალურ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავებული. ეს არღვევს სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და ართულებს დასახული მიზნების მიღწევას. დადგენილი წესის მიუხედავად, ყველა სკოლაში არ არის გაწერილი მოსწავლეთა პროგრესთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთ სკოლაში კი, მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილზეა წარმოდგენილი.

ისგ-ს შინაარსობრივი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაწერილი პროგრესის შეფასება ზოგ შემთხვევაში დეტალურია. თუმცა უმეტესად მცირე მოცულობისაა, შედგენილია რამდენიმე წინადადებით და არ არის მითითებული მიღებული უკუკავშირი ან მხარდაჭერის დონე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება