სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივა და გურმანი ანამარიას მომზადებული სვანური კუბდარი - სახალისო კლასგარეშე აქტივობა შორაპნის საჯარო სკოლაში
31-03-2025
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, კლასგარეშე აქტივობა - „მე შემიძლია“, რომელიც მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, Vა კლასის მოსწავლე ანამარია ძოწენიძემ, საგნის - „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში (პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე) განახორციელა კიდევ ერთი გემრიელი ინიციატივა - სვანური კუბდარის დამზადება.

„ანამარია გურმანი გოგონაა, როდესაც დავიწყეთ თემის - „სვანეთი“ შესწავლა, მან სწორედ კუბდარის დამზადების დემონსტრირების სურვილი გამოთქვა. მოგეხსენაბათ სვანური სამზარეულოს გვირგვინს წარმოადგენს კუბდარი, სვანების სიამაყე“,- გვიყვება მოსწავლის პედაგოგი. 

ანამარიამ ჩაწერა ვიდეორგოლი, სადაც საინტერესოდ გვიხსის იმერეთში სვანური კუბდარის დამზადების ეტაპებს.

მოსწავლემ ვიდეორგოლი გაუზიარა თანაკლასელებს, ხოლო მომდევნო გაკვეთილზე გამართა საინტერესო პრეზენტაცია კლასის წინაშე.

„კლასგარეშე აქტივობა - „მე შემიძლია“ გრძელდება. ველოდებით ახალ ინიციატივებს“,- დასძენს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება