სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლონდონის ღირშესანიშნაობები“-პროექტი ღების საჯარო სკოლაში
21-06-2018
-
+


ღების საჯარო სკოლაში პროექტი ჩატარდა, რომლის თემა -„ლონდონის ღირსშესანიშნაობები“ (London sights) გახლდათ. 

პროექტის აქტუალურობა: გამომდინარე იქიდან, რომ ლონდონის ღირსშესანიშნაობები  ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ტექსტების განუყრელი კომპონენტებია, მოსწავლემ უნდა იცოდეს ის ყველაზე მეტად პოპულარული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული; ასევე, უნდა შეეძლოს ადაპტირებული მასალების დამუშავება-გაანალიზება.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და არსებული საკითხის სრულყოფილად გადმოცემა გახლდათ. ასევე, ლონდონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების პოსტერისა და პრეზენტაციის მომზადება, ფოტოსურათებითა და მოკლე ტექსტური აღწერილობებით. 

პროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეებში წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის ამაღლებას.

მოსწავლეთა ასაკი: VII კლასი;

პროექტის ხელმძღვანელი-ინგლისური ენის პედაგოგი და  „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სამსონიძე;

აქტივობები:

მოსწავლეებმა ღირსშესანიშნაობები ინტერნეტში მოძებნეს და მათი წარდგენისთვის საბოლოო რაოდენობაზე შეჯერდნენ. მოძიებული ინფორმაცია დაბეჭდეს და ტექსტზე იმუშავეს, რაც გულისხმობდა თარგმნასა და მნიშვნელოვანი ინფრომაციის გადარჩევას.  

ამავდროულად, პრეზენტაცია და პოსტერი ერთად მოამზადეს. ბოლოს, მოსწავლეებმა ლონდონის ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებზე გადაღებული ვიდეოები იხილეს.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგი გრძელვადიანია, ვინაიდან ლიტერატურის დამუშავებისას, მათი სლაიდზე გადატანისას, ცოდნა უფრო მეტად განმტკიცდება. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება