სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში ყველა ბავშვის პორტფოლიო უნდა შეიქმნას - დოკუმენტი
23-04-2025
-
+


სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის დოკუმენტში განმარტებულია, რომ დაწესებულება ყველა ბავშვისთვის უნდა აწარმოებდეს ინდივიდუალურ პორტფოლიოს, რომელიც შეიძლება არსებობდეს მატერიალური ან ციფრული სახით.

ინდივიდუალური პორტფოლიო ბავშვის გამოცდილებების და ნამუშევრების შეგროვების სისტემაა, რაც მისი განვითარების და სწავლის პროგრესს ასახავს. ინდივიდუალური პორტფოლიო ბავშვის სხვადასხვა ტიპის მიღწევების, შესაძლებლობების, ინტერესების, საჭიროებების შესახებ მტკიცებულებების ერთობლიობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს:

•    ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერებს;

•    ჩანაწერებს ბავშვის ნამუშევრის შესახებ (მაგ. ბავშვის მიერ აღწერილი ნამუშევარი, ბავშვის მიერ მოგონილი ამბავი);

•    ბავშვის ნამუშევრებს (მაგ. ნახატი, აპლიკაცია, კოლაჟი, ნაწერი, ნაჯღაბნი); ბავშვის ნამუშევრის ფოტოებს (მაგ. კონსტრუქცია); ბავშვების ფოტოებს სხვადასხვა თამაშისა და აქტივობის დროს; ბავშვის მონაწილეობის შესახებ აუდიო/ვიდეო ჩანაწერებს (მაგ. ბავშვის მონაყოლი) და სხვ.

ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს პორტფოლიოების წარმოების ფორმა, შენახვის ვადა ან/და მისი გაცემის წესი. აღნიშნული ასახული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის მართვის მექანიზმში/წესში. ეს პროცესი შეიძლება ასეთი სახით იყოს წარმოდგენილი:

დაწესებულებაში პორტფოლიოები იწარმოება მატერიალური/ციფრული სახით;

თითოეული ბავშვისთვის გამოყენებულია ინდივიდუალური პორტფოლიო;

პორტფოლიო იხსნება საგანმანათლებლო წლის დასაწყისში და იხურება წლის ბოლოს;

პორტფოლიოდან შერჩეული ნამუშევრები წლის განმავლობაში პერმანენტულად უზიარდებათ მშობლებს/ვატანთ ბავშვებს;

ბავშვის პორტფოლიო გაიცემა:

ა) წლის ბოლოს, მშობლის სურვილის შემთხვევაში;

ბ) ბავშვის ბაღიდან ამორიცხვის შემთხვევაში;

გ) სასკოლო მზაობის ჯგუფის დასრულების შემდგომ.

გაუცემელი პორტფოლიოების შენახვის ვადაა ერთი წელი.

დასაშვებია კონკრეტული პორტფოლიოების გრძელვადიანი შენახვა ბაღის საუკეთესო პრაქტიკის ილუსტრაციის მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პორტფოლიოდან ამოღებული იქნება ყველა სახის პერსონალური მონაცემები.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება